პედრი “ბარსელონას” 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ახალგაზრდა ნახევარმცველი “ბლაუგრანას” გულშემატკივრებმა გამოარჩიეს. ხმის მიცემა კატალონიური კლუბის ოფიციალურ საიტებზე იყო შესაძლებელი. გამოკითხვაში მონაწილეობა 22000 ქომაგმა მიიღო, საიდანაც 6721(30.67%) ხმა პედრის ერგო. მეორე ადგილზე რონალდ არაუხო გავიდა 5941 (27.11%) ხმით, მესამეზე კი ტერ შტეგენი – 1598 (7.29%).
პედრიმ გასულ სეზონში 22 შევედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. 19 წლის ნახევარმცველმა ტრავმების გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ გონსალესი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო გოლის ავტორიც გახდა.




შტეგენს ვინ მისცა ხმა, ფეხბურთელები დაილია?
ტერ შტეგენი მესამეზე თქვენთანაც წერია?
ტერ შტეგენს თავისი კარიერის ყვეკაზე ცუდი სეზ9ნი ჰქპნდა, პედრის რაც შეეხება კი ძალიან მაგარი იყო მაგრამ თითქმის ნახევარი სეზონი ითამაშა მარტო,ჩემი აზრით არაუხო იმსახურებდა, მთელი სეზ9ნი სტაბილურად გაუვალი იყო და 4 გოლიც გაიტანა
პედრის ბევრი გაუცდა და ალბათ უფრო არაუხო იმსახურებდა, მაგრამ ფაქტია ბარსა პედრისთან და ბარსა პედრის გარეშე ორი სრულიად განსხვავებული რამეა
ტერ შტეგენს ხმას ვინ აძლებდა გამაგებია :დდდ
პედრი კიდევ შესანიშნავი იყო მაგრამ ნახევარი სეზონი გამოტოვა. არაუხო უფრო იმსახურებდა
სისულელე
შტეგენს ხმა ვინ მისცა?საშინელი იყო ამ სეზონში.მოიცა ჯერ სად ხართ მალე მარტო ბარსელონას კი არა,მსოფლიოს საუკეთესო გახდება.
ვფიქრობ არაუხო იმსახურებდა
კიქონდა კაი სეზონი მარა ნახევარიც არუთამაშია და არაუხოს უფრო ეკუთვნოდა