რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის გამო ამჟამად “ბარსელონასა” და “ბაიერნს” შორის კარგი დამოკიდებულება ნამდვილად არაა.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსას” ხელმძღვანელობა დუმილს ინარჩუნებს, მიუნხენელთა წარმომადგენლები “ლურჯ-ბროწეულისფერებს” მწვავედ აკრიტიკებენ და ვერ ხვდებიან, პოლონელ ფეხბურთელს გუნდის დატოვება რატომ სურს.
თუმცა, Sport1-ის ინფორმაციით, კატალონიელებსა და გერმანელებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის მიზეზი მხოლოდ ლევანდოვსკი არაა. საქმე ისაა, რომ “ბლაუგრანას” “ბაიერნიდან” 17 წლის ქენან ილდიზის გაფორმება სურს, თავად “რეკორდმაისტერი” კი “ლა მასიელ” იკერ კორდობასა და ადამ აზნუს აკვირდება.
15 წლის იკერს, რომელიც პოზიცით მცველია და 18-წლამდელთა გუნდში ირიცხება, “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამ ზაფხულში ეწურება. მისი ასაკის გახლავთ აზნუც, რომელიც 16-წლამდელთა რიგებში ასპარეზობს. ამ მომენტისთვის ადამსა და “ბაიერნს” შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ახალგაზრდა უკანახაზელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
რაც შეეხება ილდიზს – თურქი შემტევი ნახევარმცველი “ბარსელონას” რამდენიმე თვის წინ დაუკავშირეს. კატალონიელებს მისი შეძენა “ბარსა ატლეტიკისთვის” სურთ.

თუ საქმე ოსმალოშია, მაშინ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, არანაირი თურქილმაზები კამპ ნოუზე
არ გვინდა ეს დემირები და ილმაზები. ლა მასიელები მოხოდონ
სასტარტოში 2 ცვილებაა: ტალიაფიკო აკუნიას ნაცვლად და მოლინა ფოიტის მაგივრად
ეგენი სანამ იმ ხულიგან პრეზიდენტს არ მოიცილებენ ყველასთან დაეძაბებათ ურთიერთობა. რაც მინდორზე იყო ნაგავი ის ცხოვრებაშია.
აბა ვინ ელოდებით ფინალისიმას (არგენტინა – იტალიას)?
სავარაუდო სასტარტო ვნახე და მაგარი შემადგენლობაა იმედია ამ სასტავით გავა სათამაშოდ სკალონის ბიჭები
ემილიანო მარტინესი
ფოიტი-რომერო-ოტამენდი-აკუნია
დე პაული-გ.როდრიგესი-ლო ჩელსო
მესი-ლაუტარო მარტინესი-დიმკა
ნეტა არ ატრაკბდნენ.იმდენს იზამენ 10 მილიონად მოვა ლევანა.