“ბარსელონასა” და საფრანგეთის ნაკრების მცველმა, ერიკ აბიდალმა კარიერა შეიძლება ფრანგულ “პსჟ”–ში გააგრძელოს.
პარიზული გუნდის ხელმძღვანელები მზად არიან 32 ფეხბურთელს, რომელმაც გასული სეზონის ნაწილი სიმსივნის მკურნალობის გამო გამოტოვა კონტრაქტი 2015 წლამდე შესთანაზონ.
შეგახსენებთ, რომ აბიდალმა “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. ამჟამად კლუბთან კონტრაქტი მას 2012 წლამდე აქვს. ამავე წყაროს ინფორმაციით აბიდალს კონტრაქტის ფინანსური კუთხეები არ მოეწონა. ასევე მას კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზეს და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში კიდევ ერთი წლით გაგრძლება. ერიკს კი პირდაპირ ორწლიანი კონტრაქტი სურდა.
