მას არ ქონია შვებულება, რადგან მთელი ზაფხული მოლაპარაკების მაგიდასთან გაატარა. მას საუბრები ორ კლუბთან ქონდა, რომლებსაც არ სურდათ ფეხბურთელების გაყიდვა.
– ელოდით ალექსისისგან და სესკისგან ასეთ დასაწყისს?
– სამწვრთნელო შტაბმა იცოდა ამ ფეხბურთელების შესაძლებლობები. დონე, რასაც ისინი ახლა აჩვენებენ ძალიან მაღალია. ორივე ფეხბურთელმა იცის, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიარონ ადაპტაცია. სესკის შემთხვევაში ადაპტაცია სწრაფად მოხდა.
– დევიდ დეინმა განაცხადა, რომ “ბარსამ” შამპანიური ცქრიალა ღვინოს ფასში შეიძინა. როგორია სესკის რეალური ფასი?
– ჩვენ ძალიან კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ. სესკის რეალური ფასი არის ის, რასაც “არსენალი” ითხოვდა – 60 მილიონი ევრო.
– მოლაპარაკებების დროს ჟონავდა თუ არა ინფორმაცია და რა როლი შეასრულა ტრანსფერში მედია საშუალებებმა?
– იდეალურია მოლაპარაკებები, როცა ინფორმაცია ჟურნალისტებამდე არ აღწევს. თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან საქმეში ბევრი დაინტერესებული მხარეა. მოლაპარაკებების გამართვა პოკერის თამაშივითაა. აუცილებელია იმის გაგება ფეხბურთელის შეძენით სხვა კლუბები თუ არიან დაინტერესებულები. სესკმა და ალექსისმა თავიდანვე განაცხადეს, რომ მხოლოდ “ბარსაში” სურდათ თამაში. ამასთანავე ჩვენ უნდა გვეჩვენებინა, თუ რაზე ვიყავით წამსვლელები. იმან, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნითანავე გავაცხადეთ, რომ ტრანსფერებისთვის 45 მილიონი გვქონდა გამოყოფოლი ჩვენს სასარგებლოთ იმოქმედა. ასევე ორივე ფეხბურთელის ურყევმა პოზიციამ.
– პეპი კმაყოფილია?
– დიახ და ის ამას საჯაროდ ამბობს. სეზონის განმავლობაში პეპი, ტიტო და სუბისარეტა მუდმივად ხვდებოდნენ და საუბრობდნენ შესაძლო ტრანსფერებზე. საბოლოო შეთანხმებისას ასეთი სიტუაცია გვქონდა: თავდამსხმელის შეძენის 5 ვარიანტი გვქონდა, ნახევარდაცვის გაძლიერება მხოლოდ სესკით გვსურდა, მცველის შეძენაზე საუბარიც არ ყოფილა.
– მართალია, რომ “მანჩესტერ სიტი” მესიში 70 მილიონ ევროს და ბალოტელის იხდიდა?
– არა. “ბარსა” ის კლუბია, რომელიც არასდროს ყიდის გუნდის ლიდერებს, რადგან არ ეძებს ფინანსურ მოგებას, არამედ სპორტულს. გვსურს, რომ წამყვანმა ფეხბურთელებმა ჩვენთან დაიწყონ და დაასრულონ კარიერა. სხვა კლუბებმაც იციან, რომ ვერ შეძლებენ პედროს, ჩავის, ინიესტას და პიკეს გადაბირებას.
– მესის კონტრაქტის გაუმჯობესებას შეთავაზებთ?
– არა. მისი კონტრაქტი ყოველწლიურად უმჯობესდება ფეხბურთელის წარმატების მიხედვით. არ ვაპირებთ მესისთან მოლაპარაკების დაწყებას მანამ, სანამ კონტრაქტის გაგრძელების დრო არ მოვა. მისი ახლანდელი კონტრაქტი 2016 წლამდეა გაფორმებული.
– ფილიალის ფეხბურთელებიდან პირველ გუნდში მოხვედრის პირველი კანდიდატი ვინ არის?
– მე არაფერს არ ვიტყვი, უბრალოდ შეხედეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც გაახანგრძილივეს კონტრაქტები. თავდაპირველად მოლაპარაკების მაგიდას რობერტო დაუჯდა, ახლა მონტოია, ტელიო და ბარტრა. ზოგჯერ ფეხბურთელი ძალიან კარგია, მაგრამ პირველ გუნდში მოხვედრა უჭირს. მაგალითად ორიოლ რომეუ. ის შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ გუნდში ბუსკეტსი და მასკერანო არიან. ასეთ შემთხვევებში ჯერ ადამიანზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ ფეხბურთელზე.
– გვარდიოლა გაახანგრძლივებს კონტრაქტს?
– ამის შესახებ ის თავად იტყვის. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ იმ მომენტისთვის მისთვის ძალიან რთული იყოს “არას” თქმა.
– როგორც ფიქრობთ, ეს თებერვალში მოხდება?
– მე არ ვიცი. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც პეპს სურს და შეგვიძლია წყნარად ვიძინოთ.
– დაინტერესებულია კლუბი ნეიმარით?
– ის კარგი ფეხბურთელია. ევროპაში არიან კლუბები, რომლებსაც მისი საკუთარ რიგებში ხილვა სურთ. “ბარსელონა” კი აკვირდება მათ, ვინც თავს იჩენს.
– როსელმა რაიმე ნაბიჯები გადადგა?
– არა. ის იყო კოპა ამერიკაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს დაკვირვებოდა.



