ცოტა ხნის წინ დასრულდა “ბარსელონასა” და “უელვას” ქალთა გუნდებს შორის კოპა დე ლა რეინას ფინალში გამართული შეხვედრა, რომელშიც კატალონიელებმა 6-1 იმარჯვეს.
“ბარსა” ემილი დოლანის ავტოგოლით დაწინაურდა, რის შემდეგაც კატალონიელები წინ 2 ბურთით მაპი ლეონმა გაიყვანა. მეორე ტაიმში სანდრა კასტელიო ოლივერმა შეაგდო და “უელვას” ერთი გოლი გააქვითინა, მაგრამ, ამის შემდეგ “ბარსელონას” გოგონებმა მეტოქის კარი კიდევ 4-ჯერ აიღეს: გოლები ანა-მარია ცრნოგორჩევიჩმა, კლაუდია პინამ, ლიეკე მარტენსმა და ალექსია პუტელიასმა გაიტანეს.
🔥 FINAAAAAL! CAMPIOOOOOONES DE COPA!🔥
⚔ #FCBFemeni – @sportinghuelva (6-1)
⚽️ Castelló / Dolan (pp) (25’), @MapiLeon16 (32’), @AnaCrnogorcevic , @claudiaapinaa , @liekemartens1 & @alexiaputellas🔵🔴 #ForçaBarça #CopadelaReina pic.twitter.com/x8ysJlnWVh
— FC Barcelona Femení (@FCBfemeni) May 29, 2022
“ბარსას” გოგონებმა ესპანეთის თასი – ზედიზედ მესამედ, ისტორიაში კი მეცხრედ მოიგეს. “ლურჯ-ბროწეულისფერები” აღნიშნული ტურნირის გამარჯვებულები 1994, 2011, 2013, 2014, 2017, 2018, 2020, 2021 და 2022 წლებში გახდნენ.


ნუ ეს რა ოქრო გყავს ალექსიას სახით
ესპანეთში ყველაფერს ბრდღვნიან, მაგრამ ევროპის მაშტაბით ვერა. პსჟ და ლიონი გვიტრაკებს პირველ რიგში.
"ფეოლა"!!! თასი მოვიგეთ (ბარსას გოგონები)
"გაგიჭირდებოდათ" (ფეოლა). დღეს არ ვმუშაობ, ჩანგელია დაწერს ბარსამანიაზე.