“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხო, სეზონის დასრულების შემდეგ, კომენტარს აკეთებს.
ყოველთვის პოზიტიურად ყოფნა მიყვარს, ამიტომაც, მსურს, ამ სეზონის კარგი მომენტები გავიხსენო.
როგორც პროფესიონალურად, ისე პერსონალურად, ინტენსიური და უნიკალური სეზონი გამოვიდა. კარგ თუ ცუდ პერიოდში, კლუბმა და ნამდვილმა ფანებმა ყოველთვის იციან, რა გვჭირდება: მუდამ ერთად დგომა.
ჩვენი პროექტის გვჯერა და ყველაფრის, რაც გვაქვს. ახლა მუშაობა უნდა განვაგრძოთ და ვფოკუსირდეთ მომავალზე, რომელიც შესანიშნავი იქნება.
– წერს ურუგვაელი ინსტაგრამზე.
23 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 42 მატჩში თავი 4 გოლით გამოიჩინა. მან “გრანადას”, “სევილიას”, “ატლეტიკოსა” და “რეალს” გაუტანა.




რეალს და ატლეტიკოს ბევრი მცველი ვერ გაუტანს ერთ სეზონში.
რა კაიფია სეზონში დემბელეზე მეტი ამან შეაგდო