“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, A-League All-Stars-ის დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტთან საუბრობს.
სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო ნამდვილად შესანიშნავი იყო. ალბათ, დღეს ყველამ ძალიან ისიამოვნა.
ვფიქრობ, სრული 90 წუთი კარგად ვითამაშეთ, არა მხოლოდ მაშინ, როცა ვაგებდით.
A League Stars ტაქტიკურად კარგად გამოიყურებოდა. ავსტრალიის ჩემპიონატს თვალს არ ვადევნებ, მაგრამ, დღეს დუაით იორკის კოლექტივმა პრობლემები შეგვიქმნა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში.
ფრენკი დე იონგი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ასეც გაგრძელდება. თუმცა, ყველაფერი კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რა მოხდება.
გავის კონტრაქტზე არ ვნერვიულობ. ვიმედოვნებ, მალე კარგ ამბავს გავიგებთ.
ანტონიო არანდამ შესანიშნავად ითამაშა და ხაზებს შორის კარგად გადაადგილდებოდა.
არნაუ ტენასიც ბრწყინვალე იყო. მან გაშვებული გოლისგან გვიხსნა.
იმედი მაქვს, კონკურენტუნარიან გუნდს ჩამოვაყალიბებთ.
– განაცხადა ჩავიმ.
“ბარსამ” A League Stars 3-2 დაამარცხა – კატალონიელთა მხრიდან გოლები უსმან დემბელემ, ადამა ტრაორემ და ანსუ ფატიმ გაიტანეს.




კიდევ კარგი ტორესი არ იყო, არც ეგ სამი გავიდოდა.
25 ჯერ დაურტყამთ ამ ჩემისებს.ეხლა წარმოიდგინეთ ლევანა,რომ ყოფილიყო რამდენი გავიდოდა.
მე მაგრად ვიკაიფე ამ თამაშით, არ იყო ჩაკეტილი და ავტობუსივით არ იდგნენ, გასხნილი თამაში იყო, ასეთი ატმოსფერო კი კამპ ნოუზე ყოფილა წელს