რობერტ ლევანდოვსკის “ბარსელონაში” ტრანსფერში ერთადერთ დაბრკოლებას “ბაიერნი” წარმოადგენს, რომელიც პოლონელს არ უშვებს.
ტონი ჟუანმარტისა და მატეო მორეტოს ცნობების თანახმად, ლევანდოვსკისა და “ბარსას” შორის ყველაფერი შეთანხმებულია – ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში თამაში მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
რობერტმა იცის, რომ მას მოთმინება მართებს და გერმანული კლუბის მიერ თავისი შემცვლელის პოვნას უნდა დაელოდოს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელი საკუთარ აგენტ პინი ზაჰავის “რეკორდემაისტერზე” ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულს ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და დასძენს, რომ მას მხოლოდ “ბარსაში” ასპარეზობა სურს; “რეალთან” დაკავშირებით სერიოზული არაფერია.




ვაი რო ბაიერნს სულ ფეხებზე კიდია ჩვენი შეთანხმება, განგებ გვიჯანჯლებენ.
xavi73,
ეშინიათ რომ ბარსა აღსდგება ისევ დიადი და ყველას გადაუვლის
რეალში კი გაუშვეს კროსი კაპიკებში თან ახალგაზრდა და ბარსასთან ხოუნდა გამოიწიწკნოს ყველამ თან ამ დაქცეულ ბარსასიც ყველას როგორ შურს/
მოდი ლომო.გოლების სუნი მცემს.
ჩვენ კი შევათანხმეთ მაგრამ მთავარია ბაიერნმა არ გაახუროს