“აიაქსის” მარჯვენა მცველი ნუსაირ მაზრაუი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ “ბარსელონაში” გადმოსვლას უწინასწარმეტყველებდნენ, კარიერას “ბაიერნში” განაგრძობს.
რამდენიმე კვირის წინ ვიცოდით, რომ 24 წლის ფეხბურთელის ხელში უფასოდ ჩაგდების მთავარი ფავორიტი “ბარსა” იყო. თუმცა შემდეგ კატალონიელთა ინტერესი განელდა, “ბაიერნი” გააქტიურდა და რამდენიმე წუთის წინ მიუნხენელებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.
ახლა “ბარსას” დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერების ერთი ვარიანტი რჩება – სესას ასპილიკუეტა.




აიაქსი სულს მოითქვამს, გუნდს ააწყობს და ეგრევე დაესევიან და დაიტაცებენ ფეხბურთელებს. ისევ ფენიქსივით აღდგება და ზაფხულში ისევ იგივე მეორდება, წელს მწვრთნელიც კი წაართვეს.
დესტი, მინგესა, ალვესი, რობერტო ერთი ერთმანეთზე უკეთესები
გაძიძგნეს რასაც ქვია აიაქსი;
თუ ლევანა დაკარგეს, ალბათ ალესაც ითრევენ მიუნიხელები, ძლიერი 9-იანია და გამოადგებათ
აბა რაა , რათ გვინდოდა ეს , სწორი ვქენით რომ არ ვიაქტიურეთ , ამაზე მაღალი კვალიფიკაციის ხალხი გვიზის სკამზე , " გავუჩალიჩეთ " ბაიერნს , ბალასტი დაუთმეთ !! 🙂