“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ვილიარეალთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ვისურვებდი, რომ ხვალ გუნდი კონკურენტუნარიანი იყოს და კარგად ვითამაშოთ. გვინდა, სეზონი დადებით შეგრძნებებით დავასრულოთ. “ვილიარეალი”, ალბათ, საუკეთესო გუნდია, რომელსაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში შევხვდით. მათ საქმე ძალიან გაგვირთულეს. მათთვის სასწორზე ბევრი რამ დევს.
ჩვენ მოვუმატეთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ “ბარსას” სტანდარტებით კარგი სეზონი არ გამოვიდა.
ფინანსური სიტუაცია? პრეზიდენტს ვესაუბრე. ის ამბობს, რომ გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა არსებობს.
მბაპეს საგა? არ ვიცი, “ბარსას” შესახებ მკითხეთ.
ამ კვირაში გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით ოთხ თუ ხუთ ფეხბურთელს ვესაუბრე. მათ ჩემი მოსაზრება იციან. ამიერიდან უნდა შევხედოთ, თუ როგორ წავა ჩვენი გეგმები.
მბაპესა და ჰოლანდისთვის ბრძოლა არ შეგვიძლია, ეს მართალია. ამ კუთხით სხვებს კონკურენციას ვერ გავუწევთ. ჰოლანდისთვის ბრძოლა გვსურდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა წინ უნდა ვიყუროთ.
გავალ თუ არა შვებულებაში პირველი სეზონის შემდეგ? მუშაობას არ შევწყვეტ. ბევრი საქმეა საკეთებელი და ამის გამო მადლობელი ვარ, რადგან ეს მომწონს.
ლევანდოვსკი ერთ-ერთი ვარიანტია. მან თქვა, რომ “ბაიერნის” დატოვება სურს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ რობერტს კონტრაქტით 1 წელი დარჩა და მისი ტრანსფერი მარტივი არ იქნება.
დიახ, შესაძლოა, ხვალ დემბელეს ბოლო მატჩი იყოს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, მან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უსმანი მომწონს და შესაძლოა, ის მომავალში დაგვეხმაროს.
ჩემთვის ფრენკი დე იონგი დიდებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მას შეუძლია, მნიშვნელოვანი ეპოქის ნაწილი იყოს. არსებულ სიტუაციას შევაფასებთ, მაგრამ მე ფრენკი მომწონს.
წასვლასთან დაკავშირებით, სხვა ფეხბურთელებთან ერთად პუჩს, მინგესას, ბრეითუეიტსა და უმტიტისაც ვესაუბრე, თუმცა დეტალებს არ გავამჟღავნებ.
გოგონების გუნდს წარმატებას ვუსურვებ. მინდა, რომ მოიგონ. მათ სახლიდან ვუყურებ. მარტივი თამაში არ იქნება.




გოგოებს ვუყუროთ დღეს, თამაში 9 საათზე იწყება,
"ჩემთვის ფრენკი დე იონგი დიდებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მას შეუძლია, მნიშვნელოვანი ეპოქის ნაწილი იყოს. არსებულ სიტუაციას შევაფასებთ, მაგრამ მე ფრენკი მომწონს"
როცა ჩავი ამას ამბობს…
გასაშვები:
ვაგე, მანაი, კოლადო, პიანიჩი, ტრინკაო, გრიზმანი, ნეტუ, მინგეზა, ლენგლე, უმტიტი, პუჩი, რობერტო, ფ.დეიონგი, ბრაიტვაიტი, ლ.დეიონგი, დემბელე ტრაორე
მოსაყვანი:
კრისტენსენი/კესიე უფასოდ
მარჯვენა მცველი – აზპილიკუეტა
ცენტრ. მცველი – პაუტორესი
მარცხენა მცველი – გაია
მარჯვენა ვინგერი – ოიარზაბალი
ფორვარდი – ნუნიესი