15 წლის ბრაზილიელი ენდრიკი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკვლავია. ახალგაზრდა თავდამსხმელით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის “ბარსელონა” და “რეალი”.
ორივე ესპანური გრანდის დაინტერესება ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს მნიშვნელოვნად ზრდის, მაგრამ თუ Sport-ს დავუჯერებთ, “ბარსელონას” ენდრიკის შეძენა მაინც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
“ბლაუგრანასთვის” ენდრიკის დამატება მისაღებია როგორც სპორტული, ასევე ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით. კატალონიელები ფეხბურთელს 2 წელია, აკვირდებიან და მასზე მხოლოდ დადებითი შეფასებები მოდის. 15 წლის ცაცია ცენტრფორვარდი, რომელსაც შეტევის ფლანგებზე თამაშიც შეუძლია, ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ის ნამდვილად ამომავალი ვარსკვლავია.
იმისა გამო, რომ ენდრიკი ჯერ 16 წლის არაა, “ბარსელონას” მასთან პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება არ შეუძლია. კატალონიელები გეგმავენ, რომ უახლოეს კვირებში “პალმეირასთან” აქტიური მოლაპარაკებები აწარმოონ და ივლისში, როდესაც ფეხბურთელი უკვე 16 წლის იქნება, ტრანსფერი დახურონ.
“ბარსელონას” გეგმით მომდევნო 2 წლის განმავლობაში ენდრიკი “პალმეირასში” დარჩება და კატალონიაში მას შემდეგ გადმოვა, რაც 18 წელი შეუსრულდება. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა კლუბს მომდევნო 2 წლის განმავლობაში პრობლემას არ შეუქმნის. “ბლაუგრანაში” ვარაუდობენ, რომ 2 წლის შემდეგ მათ ყველა ფინანსური პრობლემა დაძლეული ექნებათ და ენდრიკის სატრანსფერო თანხის გადახდას მარტივად შეძლებენ.
არ მჯერავს ამ ბრაზილიელების მომავლის და რა ვქნა. ახლა ეს რას აკეთებს არვიცი, მაგრამ ნეიმარი რო მაგ ასაკში სასწაული იყო და რა დარჩა კი ვხედავთ. იმან ბარსაც დაღუპა და თავისი კარიერაც, მაგის გამო შეგვეტენა დემბელეც და კოუტინიოც და მოგვინელა კიდეც.
შუაზდ უნდა გაიხეს ლაპორტა და ეს ბიჭი დაიბევოს სასწრაფოდ. ბოლოს რო ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდი მოვიდა გუნდში კი ვიცით რაც მოყვა ტრანსფერს, თუმცა ამჯერად იმედია დასასრულიც იგივენაირი არ იქნება და შეიხებთან არ გაიქცევა ესეც
ამის ტრანსფერი სასიკვდილოდ მნიშვნელოვანია
ეს იქნება შემდეგი ოცწლეულის ვარსკვლავი! იმედია დეკუ მოთაფლავს, და ბარსაში მოიყვანს:) 15 წლის ბავშვი ვერ იქმება ჩამოყალიბებული სად ურჩევნია თამაში, ვიცით რომ ორივე ევასება, თან ის ფაქტორიცაა რომ ორივე დიდი კლუბია და იგივე სიტუაციაში ჩვენც რომ ვიყოთ გადაჭრით ვერ ვიტყოდით სად ჯობია, კარიერაზეა საუბარი თან ესეთ ნიჭზე, რომელსაც სწორი გამოთლა და გამოყენება ჭირდება 🙂 ხავის ეგ არ ეშლება იმედია ბრაზილიურ სამბას სტილს იოლად მოიხდენს:) პრინციპში მის გვერდით უკვე ნათამაშები აქვთ ბრაზილილელ ჯადოქრებს:) აუცილებლად და აუცილებლად ენდრიკი უნდა გახდეს ბარსას მომავალი💙❤️
აუცილებლად მოსაყვანია, ფეხბურთის მომავალია ტიპი
ცოტა სწორი ფორმულირება მიეცით :დდდ რატო შეგყავთ ხალხი შეცდომაში ფერანის ფასის გადახდას ზაფხულში იწყებენ და თან 3 თუ 4 ნაწილად იქნება გაყოფილი
სამში თამამი ლაპორტასთვის რო გეკითხა ჰალანდის ყოდვაც უნდოდა და მესიც რჩებოდა უეჭველი. მაგის იმედი არ მაქ. ფულია არამაქ არო და ზამთარდი გავარდა და ბაჯაღლო მოათრია 55 თუ მეტად არა
N 1 პრიორიტეტი ინდა იყოს ეს ბიჭი. სრულწლოვანებამდე თუ ვერ დაიბევეს ჩათვალეთ 100% დაკარგული იქნება.