ზაფხულში “ბარსელონას” ერთ-ერთი მიზანი ჟორდი ალბას დუბლიორის მოყვანა იქნება.
Sport-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანაში” ხოსე გაიას შეძენას მარკოს ალონსო ურჩევნიათ – “ჩელსი” “ვალენსიაზე” ნაკლებ თანხას მოითხოვს და თავად ალონსოც ხელფასის შემცირებაზე თანახმაა.
წყაროს ცნობით, ჟორდი ალბა კვლავ სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნება, რის გამოც, კლუბს მარცხენა მცველში დიდი თანხის დახარჯვა არ სურს, თანაც, მომავალში “ბარსას” ამ პოზიციაზე სხვა პრიორიტეტები ექნება.
გავრცელებული ცნობების თანახმად, მატეუ ალემანის გაიას გაფორმება სურს, თუმცა, ხელმძღვანელობის სხვა წევრები ალონსოსკენ იხრებიან.



და რომელი რამდენი დაჯდება ეხლა ეგაა მთავარი, თუ ორივე დროებით მოგვყავს.
მაგარი ათამაშებულია ბრაიტონში. ისე ალონსო ეფექტური მცველია, შემტევი გოლების გამტანი იაფიც. მარა გაიას არანაირად არ ჯობს. გაიას ყიდვით 5 წლით გადავჭრით მაგ პოზიციაზე პრობლემას. ალონსო და ალბა ორივე ბებერია 1 წელი თუ გაქაჩეს
გაია ძაან ტრავმიანია და ალონსო თან იკლებს ხელფასს, იაფიც ჯდება. ერთი წელი ალბას დუბლიორად კაი იქნება და მერე ვინმეს მონახავენ ძირითადისთვის
მარკ კუკურელა იყიო ძალიან კარგი ბიჭი, მაგრამ არ გააჭაჭანეს
Barcelona have started negotiations to sign Endrick from Palmeiras. The intention is to reach a total agreement in the next few weeks, and for the wonder kid to join in 2024.
@sport
რა ალონსო ამის მოყვანას ბალდე ათამაშობ ბევრად ჯობია 25 მილიონად გრიმალდოს დათრევა შეიძლება რა შეიკიკინეს ამ ალონსოთი და გაიათი
ხოარ აჟრიალებთ ამათ? რა ალონსო? ტიპი კუსავით ნელია, გაია ახალგაზრდაცაა და ბევრად კარგია, გრიმალდოც ალონსოზე კარგი ვარიანტია