ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯერჯერობით “ბაიერნის” ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
პოლონელის მომავალი კლუბი “ბარსელონა” იქნება. “პარი სენ-ჟერმენისა” და “ჩელსის” ინტერესის მიუხედავად, ლევანდოვსკის პრიორიტეტი “ბარსაში” თამაში გახლავთ. ახლა კი, ყველაფერი გუნდებს შორის მოლაპარაკებებსა და “რეკორდმაისტერის” მიერ რობერტის შემცვლელის პოვნაზეა დამოკიდებული.
ბოლო პერიოდში ჩავი და ლევანდოვსკი ერთმანეთს რამდენჯერმე დაუკავშირდნენ. ერნანდესმა პოლონელს გარკვევით უთხრა: “გვინდა, ჩვენთან იასპარეზო – თავდასხმის ხაზში მთავარი სამიზნე ხარ”.




ყველაფერი დაულაგებიათ, მშვენიერია ერთი "პატარა" პრობლემაღაა, ბაიერნმა უნდა გამოუშვას და თან ძალიან იაფად.
თქვენი აზრით რატომ აირჩია ბარსა და არა ჩელსი-პსჟ? ამ ჯაცს ოქროს ბურთი უნდა ერთხელ და სამუდამოდ, ასე, რომ მთელი ჟილკით ითამაშებს ♥️♥️ გამიხარდა
ბაიერნმა ტრაკს მიაჭიროს ჯობია და გამოუშვას
ამან რომ აქ გაიტანოს იმდენი რამდენიც გერმანიაში გააქვს სავარაუდოდ ოქროს ბურთს მოიგებს რაც ლევანდოვსკს ნამდვილად სურს და შეეცდება ეს გააკეთოს ბარსელონაში.
ლევანა 2-3 წელი ნაღდათ დაამშვენებს ბარსას! ასაკის მიუხედავათ, ბევრად გოლეადორია არ დაგვავიწყდეს!!
მოიყვანეთ, 100%-ით გვჭირდება გამტანი ფორვარდი და ობამეიანგის იმედზე ვერ იქნება ჩავი, კი იტანს გოლებს, მარა კლასის ხარჯზე, ყველა მატჩში სადაც ითამაშა (გაიტანა გოლი, არ გაიტანა არ აქვს მნიშვნელობა) სქემიდან ამოვარდნილია ობამეიანგი.
ეხლა მაიტ*ვნება ტვინი როდის გააოფიციალურებენ ნეტა