“ბარსელონამ” რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.
გერმანული Sport1-ის ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა პოლონელის აგენტ პინი ზაჰავისთან 3-წლიან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
წყაროს თანახმად, როგორც კი “ბაიერნი” მოლაპარაკებას დათანხმდება, “ბარსელონა” ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს.
მას შემდეგ, რაც ლევანდოვსკიმ “რეკორდმაისტერს” “ბარსაში” გადასვლის სურვილის შესახებ აცნობა, მიუნხენელთა პოზიცია შერბილდა და ისინი 33 წლის ფეხბურთელის გაშვებაზე დაფიქრდნენ.
როგორც ცნობილია, “ბაიერნი” ლევანდოვსკის 35-40 მილიონ ევროდ გაუშვებს.
ბაზარი არაა ლევანა ძლიერია და გაქაჩავს კიდე მაგრამ, ამ პოლიტიკის ვერ გავიგე სუა გააპანღურეს კაცი დაბალ ხელფასზე და სკამზე თანახმა იყო მესსი გააგდეს ახალი გუნდი უნდა ავაწყოთო და რას უყურებთ? მოგვყავს ისევ ასაკიანი ობამა და აგერ ლევანაც
მგონი იმის სიტუაცია არაა, რომ აქ ლევანდოვსკის დაწუნებაზე იყოს საქმე;
გოლების გატანა ნამდვილად იცის
სხვა ვინ უნდა მოეყვანათ? არნახულ კრიზისშია გუნდი და ლევანდოვსკი მოყავთ შემცირებული ხელფასით და რაღას წუწუნებთ. უკეთესი ვარიაბტი როყოფილიყო **ბი კიარარიან , მოიყვანდნენ. ეკონომიკურ კრიზისში ლაპორტამ ფერანტორესი მოიყვანა, ობამეიანგი და ადამა მოიყვანა + ქრისტენსენი და კესიც გაფორმებულები გვყავს და კიდე ბევრი იწერება რომ აზპილიკუეტას და კულიბალის მოყვანაზე ჩალიჩობენო. დააყენებს გუნდს ფეხზე ეგ კაცი აინახავთ
ჯერ ერთი ვინ წუწუნებს ?? ჩემ აზრს მაშინ დავაფიქსირებ როცა მსურს და თუარ მოგწონს გაატარე, მეორე მე ის დავწერე რაც დავწერე, ლაპორტას რაც შეეხება აფერისტი ხალხის არასდროს მჯეროდა მანდ ჩავი ამბობს სათქმელს.
აი მე პირადათ სულ არ ვფიქრობ რომ კარიერის ბოლოსკენ მყოფი ლევანდოვსკის მოყვანა საოცრებაა პირიქით ეს მიუთითებს კლუბის უსუსურობაზე, შედეგიანობას რაც შეეხება აი მოვა და ნახავთ რომ ბუნდესლიგაში გატანილი 40-50 გოლი 20 გოლად გადაიქცევა და საჯარიმოს იქეთ ვერაფერი , ვის არ გაუხარდება 60-გოლიც გაეტანოს ნეტა მაგრამ რეალობის აღქმა არ უნდა დავკარგოთ და 34-წლის კაცის იმედი ნუ გვექნება..
დესტი ხო უნდათ მაგათ, მივცეთ და ცოტაც დავამატოთ თანხა.
35 მილიონი არადა დესტი+15 მლნ არ უნდათ?
არიქა, არიქაა
გაწელავს ეხლა ბავარია. ჯერ შემცვლელიო მერე ფასს დაადებენ უშველებელს მოკლედ არ მგონია ლევა დავითრიოთ წელს