“ბარსელონა” ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს, რისთვისაც ფეხბურთელების წასვლაც საჭირო იქნება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი სამი თავდამსხმელის გაშვებას აპირებს. ესენი არიან: ლუკ დე იონგი, მარტინ ბრეითუეიტი და ადამ ტრაორე.
წყაროს თანახმად, შესაძლოა ამან შანსი სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს მისცეს. მაგალითად, ფერან ჟუტგლას, რომელიც “ბარსელონა ბ-ში” შესანიშნავ სეზონს ატარებს. ასევე არაა გამორიცხული, კლუბმა ეს უკანასკნელი იჯარით ან მუდმივი ტრანსფერით გაასხვისოს, რაც შეთავაზებაზე იქნება დამოკიდებული.
კატალონიელთა პრიორიტეტი სწორედ თავდამსხმელის მოყვანაა. ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, კლუბი რობერტ ლევანდოვსკის უმიზნებს და პოლონელის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.




ლუკ დე იონგს ესენი უშვებენ თუ პატრონმა მოითხოვა უკან დაბრუნება. ეგეთი კარგი თუ იყო არ ვიცოდითო ალბათ შემოუთვალეს სევილიიდან. ამ საცოდავს სევილიაში 70 თამაშში სულ 10 გოლი გაუტანია და აქ 16 თამაშში გაიტანა 6. წაიყვანენ აბა რას იზავენ.
მემფისიც დაამატეთ თუ გინდათ, წინააღმდეგი არ ვარ
ტოპ კლასის მარჯვენა ვინგერია საჭირო, ობამეიანგი, ფატი, ტორესი, დეპაი იქნებიან და კონკურენციაც კარგი იქნება, ფორვარდად ობა და ფატი დაგებიან, მარცხნივ დეპაი და ტორესი იქნებიან როტაციაში, იქეთ ვინმე მაგარი ვინგერი გვინდა, რაფინიასავით კიარა ვინმე მაგარი, დემბელეს ნაცვლად, კესი უკვე მოსულია, კრისტენსენიც, კიდევ ფლანკის მცველებიც გვინდა და მეკარეც შტეგენის კონკურენტად, თუ ფული მორჩებათ ვინმე შემტევზე იჩალიჩონ მერე, მაგრამ არამგონია ამ ფინანსებით მეტი შეძლონ
ვერავის იყიდიან ცენტრფორვარდებიდან. ფატის დააყენებენ 9იანზე. დიდი დიდი რაფინია დაიმატონ ლიდსიდან
სამივე გასაშვებია, მიუხედავად ლუკისადმი სიყვარულისა