“ბარსელონას” ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა “მალიორკას” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
ჩავისთან საუბარი ძალიან დადებითი იყო. მე თავდაჯერებულობა გამაჩნია, ჩავი ამბობს, რომ მენდობა. ასე რომ, ყველა ბედნიერია. ზეწოლა ყოველთვის კარგია, რათა მოთამაშემ საკუთარი თავის მაქსიმუმი მიიღოს.
წელს კარგად ვერ ვთამაშობთ და “რეალს” წინააღმდეგობა სწორედ ამიტომ ვერ გავუწიეთ, თუმცა ვიმედოვნებ, მომდევნო სეზონში ამას შევძლებთ.
ჩვენ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, თუმცა მომატება ყოველთვის შეგვიძლია. ბოლო მარცხების შემდეგ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.
გვინდა, ლა ლიგა მეორე ადგილზე დავასრულოთ, რათა ესპანეთის სუპერ თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ.




ეტყობა თითო შემოძახება ყველას უნდა. სცადონ სხვებზეც.
დღეს კარგი იყო, რამდენიმე შეტევა კარგად ჩაშალა, პასებიც კარგად არიგა, მოკლედ საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა
აბა ბიჭო ის თხა სად გამოუხტა ტორესი თორე რა გოლს შეაგდებდააა
ყოჩაღ ფრენკი, კარგი კაცი ხარ და მიაწექი განვითარებას ბოლომდე
ფრენკი არ იყო ცუდი ნამდვილად მაგრამ ორი ცუდი შეცდომა დაუშვა, კი გამოასწორეს და არაფეტი დაშავებულა მაგრამ სახიფათო ზონებში დაკარგა ბურთი, ბარსა კი მაგრთლაც ახკა სუპერთასზე მოსახვედრად თუ იბრძოლებს და მაგიტო ღირს მეორე ადგილის შენარჩუნება