workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ლევანდოვსკის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს | ფაბრიციო რომანო

ბარსელონა ლევანდოვსკის 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს | ფაბრიციო რომანო

ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო რობერტ ლევანდოვსკის სიტუაციასთან დაკავშირებით განახლებულ და ყველაზე სანდო ინფორმაციას გვაწვდის.

“ბარსელონამ” პოლონელის აგენტ პინი ზაჰავისთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. კატალონიელთა გზავნილი მკაფიოა: კლუბი მზადაა, ლევანდოვსკის 2+1 ან 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. მხარეები ამჟამად ხელფასის თაობაზე მსჯელობენ.

33 წლის ფეხბურთელი, თავის მხრივ “ბარსაში” თამაშზე სერიოზულად ფიქრობს. ის ლა ლიგაში თამაშის შესაძლებლობით მოხიბლულია. თუმცა ლევანდოვსკის სურს, “ბაიერნის” მიმართ პატივისცემით მოიქცეს და პრიორიტეტს მიუნხენელებთან მოლაპარაკებას ანიჭებს. 

“რეკორდმაისტერმა” პინი ზაჰავისთან ორი დღის წინ გამართული შეხვედრისას საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა: კლუბი რობერტს მინიმუმ 50-55 მილიონ ევროდ შეელევა, თუმცა ამ მომენტში მისი გაშვება მათ გეგმებში არ შედის. მიუნხენელები დარწმუნებულნი არიან, რომ ლევანდოვსკის შეინარჩუნებენ, თუმცა შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ჯერ ადრეა. მხარეებს შორის კიდევ არაერთი შეხვედრა გაიმართება, რომლებზეც კონტრაქტის გახანგრძლივებაც განიხილება. პოლონელი 3-წლიან ხელშეკრულებასა და ხელფასის გაზრდას ითხოვს. 

“ბარსელონა” აცნობიერებს, რომ მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება და უახლოეს დღეებში არაფერი შეიცვლება. კატალონიური კლუბი მუშაობას აგრძელებს, თუმცა “ბაიერნს” ამ მომენტამდე არ დაკავშირებია. “ბარსა” ლევანდოვსკის აგენტთან შეხვედრებით შემოიფარგლება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • azulgerana
    schedule 30 აპრ 2022, 22:30

    ეს იყენებს პიარად ბარსას რომ კარგი ხელფასი მისცეს ბაიერნმა და გარანტირებული ხელ შეუხებლობა. არაა ეს გადმომსვლელი

  • shu1987
    schedule 30 აპრ 2022, 21:34

    33 წლის არა 34-წლის იქნება მაგ დროს როცა მოვა და იმხელა ხელფასს სთავაზობენ 30 მილიონი ვინ იტყვის მაგ ასაკში მაგაზე უარს ??? ვერც იოცნებებდა ლევანა მაგხელა ხელფასს მაგ ასაკში მითუმეტეს ამ კრიზისში ბარსაში და ვფიქრობ დიდი იდიოტიზმია ეს ყველაფერი…

  • nika 54
    schedule 30 აპრ 2022, 15:08

    არ არის ეს მომსვლელი, ესეც დემბელესავით იქცევა. თურმე 17 მილიონს სთავაზობენ და გვაშანტაჟებს. ეს თავის მხრივ ბაიერნს აშანტაჟებს ჩვენით. არა მგონია ძალიან უნდოდეს აქეთ წამოსვლა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 30 აპრ 2022, 13:54

    ცხადია ლევანდოვსკი გვიყენებს

  • Barca for life
    schedule 30 აპრ 2022, 02:47

    ასე მგონია რომ ლევანა ბარსას იყენებს შესაბამისი პირობების მისაღებად და ბოლოს ისე გამოვა რომ დაუფიქრებლად გადაგვაგდებს როცა ყველანაირად დაკმაყოფილდება, თავის მხრივ ბაიერნი ყველანაირად უნდა მოეჭიდოს ლევანას რადგან ფინანსურად მაგათაც უჭირთ და მსგავსი დონის შემცვლელს კაპიკებში არავინ მისცემთ, და ვაბშე ვფიქრობ რომ მსგავსი აყალმაყალის ატეხვას სჯობდა დათანხმებულიყო ბაიერნი 3 წლიან კონტრაქტს და ყველაფერი ნორმალურად ჩაივლიდა, მარა მაგათმა ხო ყველა მომენტში უნდა იჟმოტონ ხოდა კიც უჩვენა ლევანამ ვინცაა მიუხედავად ასაკისა, ამ დროს კიდე რეალურად ვინც ზარალდება ჩვენ ვართ, ფუჭ იმედებს გვიქმნიან და ამ უაზრო ჭორებით მილიონებს აკეთებენ.
    სჯობს შევეშვათ პენსიონერებს..მის კლასზე არ ვდაობ, აი მისი ასაკი კი ნამდვილად დამაფიქრებელია რადგან აქ მოსვლისას 34 წლის იქნება და სადაც სუარესი გავუშვით სადაც სადაცაა პიკე, ბუსი და ალბა დაგვტოვებენ ამ დროს 40+ მილიონად გვინდა კაცის მოყვანა რომელიც 2 წელში დაგვტოვებს?
    მე პირადად ამ უაზრო თავის მოტყუებას მირჩევნია ახალგაზრდები მოვიყვანოთ, აღვზარდოთ და ჩვენი პროდუქტი შევქმნათ, დაახლოებით 5 წელში უმაგრესი გუნდი დავდგებით, რომელსაც გარანტირებული მომავალი, აწყობილი სტრუქტურა და სამოქმედო გეგმა ექნება, პარალელურად ვალებიდანაც ამოვალთ და დავუბრუნდებით რელსებსაც. თორე ერთი ლევანდოვსკი ზაფხულს ვერ მოიყვანს, მითუმეტეს 2 წლიანი მუშაობით, შეიძლება მოგვეჩვენოს რომ გამოსწორების გზაზე ვართ მაგრამ რეალურად 2 წლის მერე ისევ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით და მოგვიწევს ისევ ხელახალი ძიება და ჭორების ატანა.
    ერთი ახალგზარდა არ შემხვედრია ვისითაც რეალურად ინტერესდებიან, გეგონება ჰოლანდის იქეთ დაილია სამყარო, კი ადეიემიც იყო და ჰენდრიკიც მარა ამ 3 კაცის იქეთ სულ მოხუცებს დასდევენ, არადა ასარჩევი რამდენია შენ ფული თქვი თუ არა, მარა სადაც ვითომ ჰოლანდზე იწევდნენ და ტორესი წამში დაითრიეს, იქ ერთ 80საც გააჩენენ.
    მოკლედ ამ ზაფხულს კარგ ტრანსფერებს ველოდები, ჩემი ნება რომ იყოს, მე ესენი მსურს:
    კრისტენსენი, კესი, სოსა/გრიმალდო, რის ჯეიმსი, ნუნიესი, ვირტცი.
    დარწმუნებული ვარ ამათგან არცერთს მოიყვანენ, მაგრამ კრისტენსენისა და კესის გარდა აქედან ერთი მაინც რომ იყიდონ უკვე დიდი ნაბიჯი იქნება.