რობერტ ლევანდოვსკისა და მიუნხენის “ბაიერნს” შორის მოლაპარაკებები მალე დაიწყება. SportBILD-ის ინფორმაციით, პოლონელის აგენტი, პინი ზაჰავი “რეკორდმაისტერის” წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, დღეს, შეხვდება.
მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე ისაუბრებენ. წყაროს ცნობით, “ბაიერნი” ვარაუდობს, რომ პინი ზაჰავი კლუბს ლევანდოვსკის თაობაზე “ბარსელონას” შეთავაზებას წარუდგენს.
33 წლის თავდამსხმელის გარემოცვის თანახმად, ლევანდოვსკი გუნდის დატოვებას აქტიურად განიხილავს. BILD-ის ცნობით, რობერტს, არ ესიამოვნა “ბაიერნის” სპორტული დირექტორის სიტყვები, რომ კლუბი მას არ გაუშვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
გერმანული გარემოცვის ცნობით, ლევანდოვსკის “რეკორდმაისტერის” თავკაც იულიან ნაგელსმანთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. ფეხბურთელი ფიქრობს, რომ თანაგუნდელები საკმარის შანსებს არ უქმნიან. პოლონელი თვლის, რომ 8 წარმატებული სეზონის შემდეგ, მას უფლება აქვს, დამაკმაყოფილებელი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტოს.




იმედია ესეც ვერატივით არ გადაგვაგდებს ბოლოს
მოდი იყოს სადაცაა რაა, აცადონ ჩავის ნორმალური გუნდის აშენება გაახალგაზრდავება.
რაც არ უნდა იყოს ბაიერნი ამ ბარსელონაზე ძლიერია, თუმცა ფორმაში შესვლა მოტივირება სჭირდებათ. ლევანასაც არამგონია კარიერის ბოლო წლების მშენებარე გუნდში გატარება უნდოდეს და დასაშანტაჟებლად იყენებს ბარსელონას სახელს.
მეც მგონია ეს ბაიერნთან ვაჭრობს და ჩვენთან გადმოსვლით აშინებს.