“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “რეალ სოსიედადთან” მოგების (1-0) შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ოქროს გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს 6 ქულის ტოლფასია.
ჩვენზე ძალიან დიდი ზეწოლაა, ბოლო სამ კვირაში ძალიან ბევრი თამაში ჩავატარეთ, გუნდს ძალისხმევისთვის ტაში უნდა დავუკრათ.
ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ერთი თვე დაგვრჩა.
ეს არის მატჩი, რომლის მიმდინარეობისასაც ყველაზე მეტად ვინერვიულე, “ვილიარეალთან” თამაშის შემდეგ.
“რეალ სოსიედადმა” დღეს უფრო მეტი დაიმსახურა.
საკუთარი თამაშის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ჩვენ მოვიგეთ, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ბედნიერები არ ვართ. მეტოქეს ბურთი ჩვენზე დიდხანს ეჭირა. “სოსიედადი” ძალიან რთული ოპონენტია. მეორე ტაიმში ჩვენი დაღლილობა შესამჩნევი იყო, მაგრამ მენტალურად, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
მეორე ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და ბრძოლა განვაგრძოთ. დაღლილობის გამო დიდ დისკომფორტს განვიცდით. ფეხბურთელები უდიდეს ძალისხმევას იღებენ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ.
ბუსკეტსს საკუთარი თამაშისა და მაისურის მიმართ ერთგულების გამო მადლობა უნდა გადავუხადოთ.
დიახ, ჩვენ მოვიგეთ. მოპოვებული სამი ქულით მოხარულნი ვართ, მაგრამ ჩვენი თამაშით კმაყოფილები ვერ ვიქნებით. მეტოქის ნახევარზე ბურთს დიდხანს ვერ ვფლობდით. ეს სწორედ ისაა, რაც გვსურს და რაზეც ვმუშაობთ. ეს გადაწყვეტილების მიღების საკითხია.
პირველ ტაიმში კარგი წუთები გვქონდა. შესვენებაზე ბედნიერი გავედი… მაგრამ მეორე ნახევარში ძალიან გვიჭირდა. დადებითი ისაა, რომ ძალიან კარგად ვიბრძოდით. ძალისხმევა აუცილებლად უნდა დავაფასოთ, თუმცა მოსამატებელი გვაქვს.
ჩვენ თამაშის სტილი შევიცვალეთ. ვცდილობ, ფეხბურთელები 90 წუთის განმავლობაში ზეწოლის ქვეშ მყავდეს. “ბარსა” ამას ბევრი წლის განმავლობაში არ აკეთებდა. უნდა გესმოდეთ, რომ ბევრი მოთამაშე გამოფიტულია, განსაკუთრებით დაცვაში. ისინი ინტენსივობას მიჩვეულნი არ არიან.
იმანოლი დიდებული მწვრთნელია, მათ ძალიან კარგად ითამაშეს.
პიკემ და ალვესმა დიდი ძალისხმევა გაიღეს.
ჟერარი ბუნებრივი ლიდერია. ის უსაფრთხოებას გვაძლევს. იგი 35 წლის ასაკშიც კი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ხუთი თვის წინ განსხვავებული სისტემა გვქონდა. მე მინდა, რომ მაღალი პრესინგი ვითამაშოთ და ბურთი სწრაფად დავიბრუნოთ. მონდომება შესანიშნავია, დამოკიდებულება შექებას იმსახურებს… ჩვენი სპორტული პროექტის დასაწყისში ვართ და მოთმინებაა საჭირო.
ფეხბურთელი ეგოისტი არ უნდა იყოს. ზოგჯერ შემტევები ამას რთულად იგებენ.
ტერ შტეგენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. დღეს მან მორიგი 3 ქულა მოგვიტანა, როგორც “მალიორაკსთან” ან “ლევანტესთან”.ის ლიდერია, ფეხით თამაშისას დომინირებს. როდესაც საუკეთესო თამაში არ გვქონდა, ტერ შტეგენმა ქულები მოგვიპოვა.
ფრენკი დე იონგი სრულყოფილი მოთამაშეა, მან ზეწოლას ძალიან კარგად გაუძლო. ფრენკი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.




ფაქტია, მეტოქემ გვაჯობა ფიზიკურად ვერ ვყვებოდით, ძალიან დაღლილები ვჩანდით.