მატეო მორეტოს ინფორმაციით, “ბარსელონა” აბდე ეზალზულის გაყიდვას არ აპირებს. მაროკოელის შეძენა პრემიერ ლიგის ბევრ კლუბს სურს, თუმცა “ბარსამ” მათ უარი განუცხადა.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, “ბლაუგრანა” მზადაა, 20 წლის შემტევი მხოლოდ იჯარით გაუშვას. აბდეს იჯარით რამდენიმე ესპანური კლუბია დაინტერესებული. ეზალზულის “რომაც” აკვირდება, თუმცა ამ ეტაპზე ინტერესი სერიოზული არაა.
მაროკოელი ფეხბურთელი “ბარსელონა ბ-ში” გასული ზაფხულის შემდეგ თამაშობს. ეზალზულიმ 12 შეხვედრა პირველ გუნდშიც ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. მას კატალონიელებთან ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება.




აუცილებლად ესპანეთში დაასაქმონ, რო პრაქტიკა ესპანურად გაიაროს და ლა ლიგა კარგად აითვისოს. იმედია მაგის ტრანსფერიც არ გახდება თავიდან საჩალიჩო და ეხლავე მოამთავრებენ მაგ საქმეს.
კი კარგია რაღაც მომენტში ცდილობს გამწვავებას თუმცა არამგონია საბოლოოდ ამისგან დიდი ფეხბურთელი დადგეს.
დააბრუნონ ზამენაზე, კონკურენცია მოკვდა ბარსაში ფერან ტორესი რომ გეყოლება სიტის მესამე ზამენა ძირითადის ფეხბურთელი ჩაუსვან ვინმე კონკურენციაში ორივე ფლანგს.
ბარსა ბ-ს თამაშებს ვადევნებ თვალს და ცოდვაა მესამე დივიზიონში სათამაშოდ ასე რომ ჯობს იჯარით გაუშვან ესეც და ჟუტგლაც
მომკალით და ამ ბიჭს მართლა აქვს პოტენციალი, ტექნიკურია, ბურთთან კარგად მოქმედებს, დასრულებაში ტიპიური დემბელეა მაგრამ რომელიმე კარგ გუნდში მაგრად დაიხვეწება, სწორია რომ არ ყიდიან.