“ბარსელონა” გავისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. მხარეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, თუმცა შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა. ამ პირობებში ფეხბურთელის სიტუაციას ევროპის წამყვანი კლუბები აკვირდებიან.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 17 წლის ნახევარმცველით ყველაზე აქტიურად მიუნხენის “ბაიერნი” ინტერესდება. “რეკორდმაისტერი” განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რობერტ ლევანდოვსკი “ბლაუგრანას” დაუკავშირეს.
ყველაფრის მიუხედავად, “ბარსელონას” ოფისში დარწმუნებულნი არიან, რომ გავი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. მატეო მორეტოს ცნობით, კლუბის წარმომადგენელი ესპანელის აგენტს მომდევნო კვირაში შეხვდება.




გავის მოგყიდით 20 მლნ-ად და ფრენკის დაგიმატებთ😀
ბარემ ხოარ წავიკუზოთ მთელი კლუბი :დდდდ მოინდომეს რძე და ყველი ჯიგრებმა, კი დაგიხატავთ გავის.
ეს ბაერნის ხელმძღვანელობა მაგარი ჟმოტები კიარიან. ლევანდოვსკის რაზე აწუწუნებენ. აგერ ალაბა გამოაგდეს და ახლა დერეფანი აქვთ დაცვაში
კიმიხში გავუცვალოთ
ბაიერნი რავა სულ ჩვენი ტალანტებით ინტერესდება😂, აქეთ პედრიო, იქეთ ფრენკიო, აქეთ არაუხოო, აქეთ გავიო, გაზარდეთ თქვენით თუ კარგები ხართ, მთელი ბუნდესლიგა და ავსტრია ამათი აკადემია რომაა
მოკლებული გაქვს აშკარად პონჩიკივით ტკბილო
გავის გამოსასყიდს 1 მილიარდს უპირებენ და თუ გადაიხდის ბაიერნი არ უნდა იყოს პრობლემა.