workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავისთან მოლაპარაკებები მალე განახლდება

გავისთან მოლაპარაკებები მალე განახლდება

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” გავისთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მალე განაახლებს. 

მხარეებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, თუმცა ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. 17 წლის ფეხბურთელი “ბარსაში” ბედნიერია და კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობის შესაბამის ხელფასს დათანხმდება. 

წყარო დასძენს, რომ გავის გარემოცვას მატეუ ალემანის ბოლო განცხადება არ მოეწონა. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, ეს შეთანხმებას ხელს არ შეუშლის.

“ბარსელონა” მოლაპარაკებებს რონალდ არაუხოსთან, უსმან დემბელესა და სერჟი რობერტოსთანაც აგრძელებს. როგორც ცნობილია, ურუგვაელი კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს, ხოლო დემბელესა და რობერტოსთან შეთანხმება ამ უკანასკნელთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული – ისინი “ბარსას” მიერ შეთავაზებულ პირობებს უნდა დათანხმდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 17 აპრ 2022, 12:24

    პირველ რიგში ამის,დემბელეს და არაუხოს კონტრაქტები უნდა გაახანგრძლივონ, მერე მომსვლელები

  • XAVI 6-8
    schedule 17 აპრ 2022, 00:34

    ციტატა: totti10
    ისე ნუნიეს სანამ იყიდიან


    არც იხედებიან მაგ მხარეს.რაც შეეხება გასაყრელებს მაგას ჯობს დამრჩენები ჩამოვთვალოთ🙂დაცვა პირველ რიგში არაუხოს გარდა ჯერ სანდო არავინაა ფლანგების მცველი და არაუხოს მეწყვილე და მერე სხვა დანარჩენი.

  • ROUCH
    schedule 16 აპრ 2022, 23:19

    სადაც მორიბას გაუჭედეთ ნახევარ მილიონზე მაშინ არც ეს გააბლატავოთ, ვაკვირდები და რაც ამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიდის ბაზარი მოკლებული აქ, თავიდან ხისტი მაინც იყო ეხლა ვითომ კიდე ვარო უაზრო ყვითლებს იკიდებს

  • nika 54
    schedule 16 აპრ 2022, 21:22

    დროზე ჯობია ამ საქმის მოთავება, რო ფეხბურთელმა მოედანზე მარტო ფეხბურთზე იფიქროს და ტვინი სხვა რამეზე ფიქრში არ გადაღალოს.