ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “აინტრახტს” დაუპირისპირდება.
პირველი შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. “ბარსელონას” მხრიდან გერმანელთა კარი ფერან ტორესმა აიღო. ხვალ კი კატალონიელები მოგებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდებიან.
Sport-ის ინფორმაციით, ფრანკფურტელთა დამარცხებისა და ტურნირის ნახევარფინალში გაღწევის შემთხვევაში, “ბარსა” 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.
იმ ფინანსური ზარალის დასაბალანსებლად, რომელიც “ბლაუგრანამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან ვერგასვლის გამო იწვნია, ჩავის ერნანდესის შეგირდებს ევროპა ლიგისა და UEFA-ს სუპერ თასის მოგება მოუწევთ.
წყაროს ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” სეზონურ ბიუჯეტში ყოველთვის ითვალისწინებდნენ, რომ გუნდი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს მიაღწევდა.
რანგით პირველი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით გუნდს 20.2 მილიონ ევრო ერგება, ევროპა ლიგისა და სუპერ თასის მოგებით კი, ჯამში, მხოლოდ 18.9 მილიონს მიიღებს.




იმედია ავაგროვებთ 18.9 მილიონს.
აუცილებლად მოსაგებია ევროპა ლიგა, არ უნდა ბევრი ლაპარაკი მაგას😶
ჩემპიონს რომ გადაღრეცავ, მაგაზე დიდი სიამოვნება რაა… იმედია პეპი-ჩავის დაპირისპირებას ვიხილავთ. წინ, შვილებო!
უეჭველი უნდა მოვიგოთ რა.ლაიპციგი-ბარსა უნდა იყოს ფინალი.სუპერთასზე კიდე ბარსა-სიტი გაასწორებდა.
ხვალ ბარსამ უეჭველი უნდა მოიგოს
ევროპ ლიგა მოსაგებია და არ უნდა ამას ცხვირის აბზუება;
ზედ სუპერთასიც დასამატებელი
სადაც კოპას ვიგებდით და გვიხაროდა იქ ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგას უდრის:დ
აინტრახტის კიარა ფინალიც უნდა მოიგოს და მერე სუპერთასიც 👌
ეს ევროპა ლიგა ფინანსურად დიდ სარგებელს ნაღდად ვერ მოგვიტანს, მაგრამ სხვა მხრივ აუცილებლად უნდა მოვიგოთ