workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი სერჟი რობერტოს აგენტს შეხვდნენ

მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი სერჟი რობერტოს აგენტს შეხვდნენ

RAC1-ის ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი სერჟი რობერტოს აგენტს შეხვდნენ. “ბარსას” ახალი შეთავაზება ძალიან დაბალ ხელფასს მოიცავს. მხარეები რამდენიმე დღეში ერთმანეთთან შეხვედრას კვლავ გამართავენ. 

COPE-ს ჟურნალისტის, ვიქტორ ნავაროს ცნობების თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფთა” წარმომადგენლებსა და ფეხბურთელის აგენტს შორის შეხვედრა, რომელიც 2 საათი გაგრძელდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

აღნიშნულს ადასტურებს კატალონიის რადიოც და დასძენს, რომ მოლაპარაკებები განახლებულია – მხარეები მომავალ კვირაში ისევ შეხვდებიან.

ასევე, როგორც მატეო მორეტო იუწყება, დღევანდელ შეხვედრაზე არანაირი პროგრესი არ შეინიშნებოდა: ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, მაგრამ, არა – გამორიცხული.

La Vanguardia-ს მიერ გავრცელებული ცნობით, რობერტო იმედოვნებს, რომ ტრავმას აპრილის ბოლომდე მოიშუშებს და სეზონის დასრულებამდე რამდენიმე მატჩს ჩაატარებს.

ესპანელი უნივერსალის აგენტსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები სწორედ მისმა დაზიანებამ შეაჩერა. სერჟის შეძენა “ატლეტიკოს”, ორ საშუალო კალიბრის ინგლისურ კლუბსა და იტალიურ გრანდს სურდა. ესპანეთიდან წასვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.

როგორც ადრია ალბეტსი იტყობინება, ამ მომენტისთვის, მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორისაა. შემდეგი შეხვედრა მომავალი სამშაბათისთვის ჩაინიშნა.

“ბარსას” შეთავაზება ძალიან დაბალია. 30 წლის ფეხბურთელის პრიორიტეტი დარჩენაა, მაგრამ, შესაძლოა, მოვლენები ნებისმიერი სცენარით წარიმართოს.

Sport-ის თქმით, ჩავი ერნანდესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალ სეზონში რობერტოს გუნდში ყოლა სურს, რასაც ჟოან ლაპორტაც ეთანხმება – პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სერჟი ახალ კონტრაქტს იმსახურებს, რადგან ის “ლა მასიელია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2022, 11:37

    თუ წასვლაზე ფიქრობს წავიდეს, იჭერს ვინმე? 30 წლის ფეხბურთელს რომელიც არც ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა მაინც და მაინც დიდი ინტენსივობით, ეხლა რატომ უნდა გაუგრძელონ და თანაც ისევ დიდხელფასიან ფეხბურთელად რატომ უნდა დარჩეს. ან მარჯვენა მცველებიდან ან ნახევარდაცვიდან ვინ უნდა ამოაგდოს ამან. უნდა იჯდეს სათადარიგოზე და ამაში დიდი ხელფასის გადახდა ნამეტანი ფუფუნება იქნება ბარსასთვის.

  • DesmondHume
    schedule 13 აპრ 2022, 00:29

    ამას იმხელა ხელფასიაქ ან ძაან შეიმციროს ან უნდა წავიდეს.

  • riva
    schedule 12 აპრ 2022, 23:12

    4-5 მილიონზე ნაკლებად ეს არ დარჩება და ჩვენთვის ეხლა ეგეც თემაა

  • shu1987
    schedule 12 აპრ 2022, 20:23

    მოდი გაუშვან რაა , ან ხელფასი მინიმალური და იჯდეს სკამზე.

  • ROUCH
    schedule 12 აპრ 2022, 19:09

    აუ ამ კრუიფიჩს რა ყველგან დაათრევენ. სადაც გაიყოლა საქმე არ წაგვივიდა თარსია ტიპი, მარტო უფრო ჩარხავს ალემანი საქმეებს აბა დააკვირდით სადაც დაიწერა კრუიფიჩიც იქ იყოო ყველა საქმე გადაიდო