“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “ლევანტეს” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
კარგად არ გვითამაშია, თუმცა სამაგალითოდ ვიბრძოლეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ტერ შტეგენმა და ლუკ დე იონგმა თამაშის ბედი გადაწყვიტეს.
ჩვენი თამაში კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ, თუმცა ძალიან კონკურენტულები ვართ. ეს გამარჯვებულის მენტალიტეტისა და ბოლომდე ბრძოლის საქმეა.
93-ე წუთზე მოგება დიდებული შეგრძნებაა.
ლუკ დე იონგის სახით სერიოზული იარაღი გვაქს. მან თავისი შანსების შესახებ იცის და მის გამო ბედნიერი ვარ.
მეორე ტაიმში აშკარად უკეთესები ვიყავით. მეორე პენალტის შემდეგ სიტუაცია ბევრად გამოსწორდეა, რა თქმა უნდა, ტერ შტეგენის წყალობით.
ჩვენ ძალიან კარგი, ფართო შემადგენლობა გვყავს და შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა სწორედ ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ.
ისინი შეტევაში გვაპრესინგებდნენ, რამაც თამაში გაგვირთულა, მათ გადმოვარდნილ ბურთებზე უპირატესობა ჰქონდათ. კარგად არ გვითამაშია, თუმცა გავიმარჯვეთ.
რაღაცები არასწორად გავაკეთეთ. მორალესი პენალტის ზონაში ხშირად რჩებოდა.
სამი თერთმეტმეტრიანი? არ ვიცი, მათ თავიდან უნდა ვუყურო.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მზად ვარ ბრძოლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ ვთამაშობთ. ფეხბურთელების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს და ძალიან მოხარული ვარ.
“ლევანტე” გასავარდნ ზონაში ყოფნას არ იმსახურებს, რადგან ისინი ძალიან კარგად თამაშობენ. მათ “ვილიარეალი” და “ატლეტიკო” დაამარცხეს.
ჩვენმა ცვლილებებმა კარგად იმუშავა, მაგრამ ფრენკიმა და ნიკომაც ძალიან კარგად ითამაშეს. გადამწყვეტი ბოლომდე რწმენაა, ფეხბურთელები მუდმივად იდეალურები ვერ იქნებიან.
პედრიზე ძალიან ვართ თუ არა დამოკიდებულნი? ამას ვერ ვიტყოდი. პედრი გასაოცარი ფეხბურთელია, რომელსაც გარდატეხის შექმნა შეუძლია. დღეს გავიმაც მშვენივრად ითამაშა. ფეხბურთელებს ვეუბნებით, რომ გუნდის დასახმარებლად მზად იყვნენ, იმის მიუხედავად, ბევრს თამაშობენ თუ ცოტას. სათამაშოდ ყველა მზად უნდა იყოს, 2 წუთი იქნება დარჩენილი, 30 თუ 60.
ლა ლიგის მოგება ძალიან რთულია, რადგან “რეალი” ქულებს არ კარგავს, მაგრამ ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლას განვაგრძობთ.
ხოსე ლუის მორალესი დიდი თავისტკივილია. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც განსხვავების შექმნა შეუძლია. მან საქმე ძალიან გაგვირთულა.
მოიცა და მე-2 ტაიმს ვინ იგებს ხოლმე?! თუ სხვამ უნდა თქვას, შენ ხომ არ იტყვი
მაესტრო გენიოსი ხარ მეტი რაუნდა ვთქვა , შენი ემოციებით ყველაფერია ნათქვამი თუ გუნდი როგორ გიყვარს და როგორი ატმოსფერო სუფევს შენი დამსახურებით გუნდში. გიჟი ხარ ბაბუ 💪👏👏
კარგია რომ გუნდმა თამაშის შემობრუნება ისწავლა
ძალიან ცუდი პირველი ტაიმი იყო, ისეტი შეგრძნება მქონდა, თითქოს აინტრახტთან თამაში გაგრძელდა. დაცვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, სამივე პენალი სწრად დაინიშნა. შტეგენმა კარგ დროს აიღო ერთი პენალი, ის რომ გასულიყო, მერე ძალიან ძნელი იქნებოდა თამაშის შემოტრიალება! გამეხარდა რომ გავიმ და პედრიმ 10 წუთში შემოატრიალეს თამაში, მათი შემოსვლის შემდეგ დემბელეც გამოცოცხლდა და ობემიანგიც! რაც ბოლოს მოხდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ დეიონგი გუნდში უნდა დარჩეს! ხავის საფიქრალი ბევრი აქვს, განსაკუთრებით დაცვას სჭირდება გამოფხიზლება, აინტრახტი ამდენს არ გააბედინებს ჩვენს ბარსას! წარმატებები ჩვენს გუნდს კულეებო!
ხოსე ლუის მორალესი არ მოიყვანოთ ეხლა თუ ძმა ხარ
მე ვფიქრობ კესი იმისთვის მოიყვანეს რომ დე იონგს შეუწყვილონ საყრდენ ზონაში და მათ ზემოთ პედრი ითამაშებს. აბა ბუსკეცს დე იონგი ვერანაირად ჩაანაცვლებს და თავიდან ალბათ მოგვიწევს გადამწყვეტ მატჩებში კესი დე იონგის დუეტის ნახვა საყრდენ ზონაში.
რაღაცები არასწორად გავაკეთეთ. მორალესი პენალტის ზონაში ხშირად რჩებოდა.
ხო ეგ პენსიონერი სულ ასეთი მოზიდულია ტყუილად კი არ ეძახიან თანაგუნდელები "კომენდანტეს"
ისე რა ფეხბურთელებისგან დააყენა მართლა გუნდი ჩავი, ზიგი ზედმეტად გამოუცდელი, ზოგი ბებერი და ჩამოწერილი, ზოგი თავის კარიერაში ერთ ერთ უსაშინლეს სეზონს ატარებდა და ახლა ყველა კარგად თამაშობს, ლამაზ ფეხბურთს, თან გუნდი შეკრულია და ინდივიდებიც კარგად თამაშობენ, ამ კაცს ზაფხულში საჭირო ტრანსფერებს თუ დაუდებენ მერე უფრთხილდეს ნებისმიერი გუნდი, ყველა ტურნირზე ერთ ერთი ფავორიტი იქნება ბარსა
ლენგლე გაყიდონ ან გაასხვისონ, ნიკო არ არის ბარსას სასტარტო, დე იონგი არასტაბილურია, ბუსკეტსი აშკარად ჩაბერებულია ისევე როგორც ალვეში, შემცვლელი უნდათ ორივეს.
ძმურად ლენგლე დატოვე სადმე მანდ
Ტერშტო შევიდა ფორმაში, კოპაზეც სევილიასთან აიღო პენალტი და იქაც მისმა სეივმა გადაწყვიტა ყველაფერი, ნიკო დაბნეული იყო, გარსია და არაუხო კარგად იდგნენ საბოლოო ჯამში, ბუსკეცი აშკარად გადაღლილია, დემბელე პირველ ტაიმში საერთოდ არჩანდა არც იმდენად აქტიურობდა როგორც წინა მატჩებში მხოლოდ უკან პასს აკეთებდა აი მეორეში კარგი იყო. Საბოლოოდ კარგია რომ გუნდმა ხასიათი აჩვენა და დაძაბული ბატჩი მოვიგეთ❤️ ჩავიმ შემოუშვა პედრი გაიტანა შემოუშვა ლუკი გაიტანა ❤️ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო მაგრამ მჯერა ჩავის და მჯერა ფეხბურთელების❤️
ჩავის მოუყვანეთ კარგი ცენტრალური მცველი, კარგი მარცხენა მცველი და კარგი ცხრიანი და დანარჩენს თვითონაც მიხედავს.
ისე ჩავი რამის გაიკატავე აზრზე ხარ?