მიუხედავად იმისა, რომ ერლინგ ჰოლანდის სახელს “ბარსელონას” აქტიურად აღარ უკავშირებენ, კატალონიური კლუბი ნორვეგიელის მსურველად კვლავ ითვლება.
როგორც ცნობილია, დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავი მომავალ კლუბს აირჩევს. დროის გასვლასთან ერთად, ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად დასაკმაყოფილებელი პირობებიც ცნობილი ხდება.
21 წლის თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, რისი გადახდაც “ბარსასთვის” იოლია, თუმცა პრობლემას საკომისიო ქმნის. როგორც გერმანული გამოცემა Bild წერს, ჰოლანდის გარემოცვა საკომისიოს სახით 70 მილიონ ევროს ითხოვს, საიდანაც 40 მილიონი ერლინგის აგენტს, მინო რაიოლას ერგება.
დღეს ნორვეგიელის შესაძლო ტრანსფერზე რაფაელ იუსტემაც ისაუბრა. “ბარსასა” ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, კლუბი ისეთ ტრანსფერს არ განახორციელებს, როგორიც ეკონომიკურ მდგომარეობას დარტყმას მიაყენებს.

M10 S9 D11,
მე ეგ ყველაფერი ჭორი მგონია.ვის რა უნდა იმას დებს და აქვეყნებს.
თქვენ ცოტა ხოარა, ჰა?😀
ესენი ვინ არიან, აგენტს 40 მილიონი და მამამისს 30? მამამისს რაში ვერ ვხვდები, უსაქმურ ადამიანს ფული რათ უნდა? ყველა ნორმალური ადამიანი ცდილობს რაღაცა შვილისთვის იშოვოს და ეს მოზვერი შვილს რა წაართვას იმაზე. აგენტად მაინც ემსახუროს და რაიოლაზე მისაცემი ფული თვითონ დაიტოვოს. თუ ისეთი ტუპოია მაგასაც ვერ მოახერხებს?
ძალიან მეეჭვება ეს ბარსაში გადმოვიდეს და რამეს მიაღწიოს.
მაგ ფასად ჯობს ნკუნკუ და და დარვინ ნუნიესი ორევე ერთად ვიყიდოთ.
"თქვენ ღრმად გაქვთ? გრძნობები… მომესმა?" 😀
ამათ ძაან შიგნით ააქვთ, ეგ 70 ლიმონი ფატის დაახარჯონ და ფეხზე დააყენონ ჯობია ვიდრე ამ აყლაყუდაში გადაყარონ, თუ რაიმე შანსი არსებობს მბაპეზე იჩალიჩონ და არა ფულისმონა ჰოლანდზე
ოოო ამათმა ხო ტვინი …,…. ნუნიესზე იჩალიჩონ მშვენიერი ბიჭია
ხოდა ვინაა ეს ნაკლებ ტრავმიანები და ასეთი გამტანები თანაც იაფად დამისახელეთ აბა? და ასაკიც გაითვალისწინეთ. რომ გაიძახით 300 მილიონი ჯდებაო რა ვერ ამოიღებენ გგონიათ მაგ ფულს? და ეს კაცი საჭირო რომ არ იყოს ხავი არ ეახლებოდა თავისი ფეხით სპორტული პროეკტის გასაცნობად. P.S. და ამ ბარსელონას ვალებზე ისე ღელავთ ხოლმე ხანდახან რომ მგონია სადაცაა ფულის გროვებას დაიწყებთ ))) გადახედეთ რეალს არანაკლები ვალი აქ და ამას ცალკე ეჩალიჩება მბაპესთან ყველაფერი დალაგებული აქ და ჩვენ ვიყუროთ როგორ აიღებს მეოცე და ოცდამეხუთე ლიგის თასებს?
აუ არგვინდა ეს ეააა არანაირი სათამაშო სტილი არააქვს