workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ ანაწილებს ჩავი სათამაშო დროს

როგორ ანაწილებს ჩავი სათამაშო დროს

ჩავი ერნანდესი წუხს, რომ სათამაშო დროს ყველა მოთამაშეს ვერ უთმობს. მან მარტინ ბრეითუეიტის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, მაგრამ ძირითადად სათადარიგოთა სკამზე რჩება. თუმცა მწვრთნელი ამბობს, რომ მხოლოდ ძირითად შემადგენლობაში თამაში მხოლოდ 15 ფეხბურთელს აქვს გარანტირებული, დანარჩენებს კი კარგი ფორმის შენარჩუნება მოუწევთ, რათა საკუთარს შანსებს დაელოდონ და მწვრთნელს აზრი შეაცვლევინონ.

42 წლის სპეციალისტის დანიშვნის შემდეგ, 2000 წუთზე მეტი მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა. ესენი არიან: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (2400), სერხიო ბუსკეტსი (2247), ჟერარ პიკე (2033) და ჟორდი ალბა (2019). 1000 წუთს კი რვა მოთამაშემ გადააჭარბა: რონალდ არაუხო (1937), ფრენკი დე იონგი (1726), გავი (1460), პედრი (1317), ფერან ტორესი (1239), უსმან დემბელე (1264), ერიკ გარსია (1211) და ნიკო გონსალესი (1073). პიერ-ემერიკ ობამეიანგს (886), სერჟინიო დესტსა (792) და დანი ალვესს (716) კი ამ შედეგამადე ცოტა აშორებთ.

ფეხბურთელილა ლიგაჩემპიონთა ლიგაესპანეთის თასიესპანეთის სუპერ თასიევროპა ლიგაჯამი
ტერ შტეგენი15301801201204502400
ბუსკეტსი14251802101202132247
პიკე12391801651203292033
ალბა12081212101204502019
არაუხო12171761651202591937

ყველაზე მცირე სათამაშო დროს კლემან ლანგლე, ოსკარ მინგესა, რიკი პუჩი, ლუკ დე იონგი, ნეტუ, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი და მარტინ ბრეითუეიტი იღებენ. ზოგიერთის შემთხვევაში უთამაშებლობის მიზეზი ტრავმიანობაა, ზოგი კი მაღალ კონკურენციას ვერ უძლებს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩავის მოსვლის შემდეგ ერთი წუთიც არ უთამაშია, სერჟი რობერტოა, რომელმაც დეკემბერში ოპერაცია გაიკეთა და ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.

მოთამაშე 

ლა ლიგა

ჩემპიონთა ლიგაესპანეთის თასიესპანეთის სუპერ თასიევროპა ლიგაჯამი
ლანგლე2581760076510
მინგესა2565990081486
ლ. დე იონგი352006629447
პუჩი187174508257
ნეტუ00900090
უმტიტი90000090
ფატი003554089
ბრეითუეიტი110150026

დანი ალვესის, ფერან ტორესისა და ობამეიანგის მოსვლამდე, ჩავი ენრანდესი სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებსაც ათამაშებდა. ყველაზე მეტი წუთი აბდე ეზალზულიმ (671). ფერან ჟუტგლამ 446), ილიას აკომაშმა (170), ალვარო სანსმა (43) და ესტანის პედროლამ (10) მიიღეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 10 აპრ 2022, 18:22

    არვიცი მე ძალიან ვენდობი ჩავის, იმიტომ რო ფანტასტიკურ შედეგს აჩვენებს, ასეთი გრძელი წარმატებული სერიები კაი ხანია არ გვქონია. ისე რომ ძალიან სწორედ იქცევა ვინც სათამაშებელია იმას ათამაშებს.

  • ROUCH
    schedule 09 აპრ 2022, 15:05

    5 ცვლილებას ხან არ აკეთებს და იმიტო

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 აპრ 2022, 14:02

    კარგია,ვინც იმსახურებს იმას ათამაშებს ჩავი, ვინც ახალგაზრდაა საშუალებას აძლევს დაამტიკიცოს რა შეუძლია,ხოლო თუ ვინმე მოუკლებს სკამზე სვავს, ძალიან კარგია♥️ ვისაც ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს იდეაში ზაფხულში წასასვლელი ხალხია