ჟერარ პიკემ ფრანკფურტის “აინტრახტთან” მოედანი 23-ე წუთზე ტრავმის გამო დატოვა.
“ბარსელონა” 35 წლის ფეხბურთელის დაზიანებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. კლუბის ცნობით, ესპანელ უკანახაზელს მარცხენა მომზიდველი კუნთის დისკომფორტი აქვს. ჟერარს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება, რაც ტრავმის სიმძიმეს განსაზღვრავს.
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” “აინტრახტთან” შეხვედრა საყაიმო ანგარიშით დაასრულეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში ანსგარ კნაუფმა გახსნა, 66-ე წუთზე კი ფერან ტორესმა წონასწორობა აღადგინა. ყველაფერი 14 აპრილს “კამპ ნოუზე” გადაწყდება.

ძალიან გვიჭირს მაგის გარეშე, მიუხედავად ასაკისა ძალიან საიმედოა. რავიცი რო ვნახე ცვლიდნენ გული გამისკდა, თუმცა როგორღაც გამოვძვერით. ყველაზე მეტად ის იყო სანერვიულო რო ლანგლე დიდი ხნის უთამაშებელი იყო.
იმედია დიდი ხანი არ გაუცდება
თავიდანვე ეტყობოდა რომ ვერ იდგა მყარად, არაუშავს იმედია მოიხოდება შემდეგისთვის ჯერ ლიდერი მაინც ეგაა დაცვაში, არაუხოს რაც შეეხება ცენტრალურ მცველად გაცილებით უკეთესია ვიდრე ფლანგზე იმედია დესტი დაბრუნებას მოასწრებს.
პედრიც სანამ გაუყვა ამის გზას დაასვენონ. ფრენკი გავი ცენტრში ლევანტესთან.
იმედია სერიოზული არაფერია
იმედია სერიოზული არაფერია. უბრალო დისკომფორტი თუა ერთი კვირა დაასვენონ და განმეორებითისთვის მზად იქნება.
იმედია შემდეგ თამაშში იქნება
იმედია მომავალ ხუთშაბათს მწყობრში იქნება ! პიკე აუცილებელია
ნეტა მძიმე ტრამვა არ იყოს, საჭიროა პიკე, ლევანტესთან კიდე შეიძლება დასვენება და გარსია ითამაშებს მაგის მაგივრად მაგრამ მერე პიკე აუცილებელია