workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაუხოს აგენტი ადასტურებს: შეთანხმება ძალიან ახლოსაა

არაუხოს აგენტი ადასტურებს: შეთანხმება ძალიან ახლოსაა

დღეს, “ბარსელონას” სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი რონალდ არაუხოს აგენტს, ფლავიო პერჩმანს შეხვდა. განსახილველი საკითხი, ცხადია, ურუგვაელის კონტრაქტი იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე მხარემ პოზიტიური კომენტარები გააკეთა, რითაც დაადასტურეს, რომ 23 წლის ფეხბურთელი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

არაუხოს აგენტი:

კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება ძალიან ახლოსაა. განწყობა ძალიან კარგია. მხოლოდ რამდენიმე დეტალია მოსაგვარებელი. არაუხოს “ბარსაში” დარჩენა სურს. ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ, ეს მხოლოდ დღეების საკითხია.

მატეუ ალემანი:

კარგი შეხვედრა იყო – პროცესის წარმართავსთან დაკავშირებით ორივე მხრიდან დადებითი შეგრძნებებია.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბოლო შეხვედრაზე მხარეები კონტრაქტის ხანგრძლივობაზე მოილაპარაკებენ. სავარაუდოდ, ხელშეკრულება 2026 წლამდე იქნება გათვლილი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 06 აპრ 2022, 15:06

    ეგრე რა, არ დავიტანჯეთ. იმედია არც გავი დაავიწყდებათ.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 06 აპრ 2022, 07:50

    ძაან მიხარია 💓

  • SHOTADEPAY9
    schedule 06 აპრ 2022, 01:07

    ციტატა: me da barca
    5 წლიანი, რომ დაიდოს რამე დაშავდება?


    2026 წლამდე რჩება არაუხო

  • რივალდო-მესი
    schedule 06 აპრ 2022, 00:21

    ციტატა: Nodariko Dzadzamia
    2026 წლამდე კი არა 2030 და გამოსასყიდი თანხა 900 000 000 ევრო უნდა ჩაწერონ რომ ვერავინ ვერ იყიდოს ასეთი კაცის დაკარგვა იქნება?


    ეგ ძაან ნამეტანი იქნება ბრატ. კაკრას 2025-ში უნდა გააგრძელოს ახალი კონტრაქტი და ხელფასიც მაგრად მოუმატონ. თუ არადა მერე ექნება შანსი წავიდეს და დიდი ფულიი იშოვოს. ვეთანხმები არაუხოს დაჟე აბიზალოვკა მომატებაც ეომ ჩაწერის დროთა განმავლობაში ეკუთვნის ჯიგარს❤️

  • Davita
    schedule 06 აპრ 2022, 00:12

    ციტატა: Jemo-barca
    დემბელეც რო დარჩეს გაასწორებს კი ვლანძღავდით ხოლმე მარა ნიჩევო. მოხოდილია მაგარი ძლივს თამაში იპოვა


    რა დემბელე, ტიპი გონებაჩლუნგია ვერ ატყოობ? ტვინ გახსნილი შემტევი გვჭირდება თორე დებელეს დებილობები ყელშია ამოსული უკვე ვეღარც ვბრაზდები.. პროგრესი რომ აქვს ეგ აშკარაა, მოხოდილია ფიზიკურად მაგრამ აზროვნება არ შეუძლია, დარტყმა შეიძლება ისწავლო, დახვეწო განავითარო მაგრამ აზროვნებას ვერაფერს უზავს, დებილია და ვსიო, დორტმუნდის დონეა დაჯობს იქ წავიდეს საიდანაც მოვიდა.

  • me da barca
    schedule 05 აპრ 2022, 23:18

    5 წლიანი, რომ დაიდოს რამე დაშავდება?

  • ana anukii
    schedule 05 აპრ 2022, 22:55

    ძაან კაი დიდი შეცდომა იქნებოდა არაუხოს და გავის გაშვება. დემბელე წავა თუ არა სულ ერთია ჩემთვის))

  • Dimitri359
    schedule 05 აპრ 2022, 22:51

    კაპიტანი უნდა გახდე რონალდ 💪 დაგიფასდება თავდადება

  • Jemo-barca
    schedule 05 აპრ 2022, 22:25

    დემბელეც რო დარჩეს გაასწორებს კი ვლანძღავდით ხოლმე მარა ნიჩევო. მოხოდილია მაგარი ძლივს თამაში იპოვა

  • SHOTADEPAY9
    schedule 05 აპრ 2022, 21:55

    შემდეგი გავი იქნება

  • shu1987
    schedule 05 აპრ 2022, 21:28

    აბა რაა არაუხომ მოთხოვა აგენტს თუ ჩემს მოთხოვნაზე ვერ მოდის გუნდი მე წავალ დათმობაზე და აუცილებლად დათანხმდი შემოთავაზებულ წინადადებას მე სხვა ვარიანტები არ მაინტერესებსო მაგარი კაცია ძაან და დაამტკიცა უკვე სიტყვით და საქციელითაც თორე მინდორზე დიდი ხანია დამტკიცებული აქვს.

  • gecheche
    schedule 05 აპრ 2022, 21:00

    Nodariko Dzadzamia,
    ეგ სტანდარტული დროა ყველას ასე გაუხანგრძლივეს თვითონ ფეხბურთელც ითხოვს 2026 მდე მაგას მერე ისევ გაუხანგრძლივებენ მთავარია ყველქფერი კარგად იყოს

  • Nodariko Dzadzamia
    schedule 05 აპრ 2022, 20:57

    2026 წლამდე კი არა 2030 და გამოსასყიდი თანხა 900 000 000 ევრო უნდა ჩაწერონ რომ ვერავინ ვერ იყიდოს ასეთი კაცის დაკარგვა იქნება?