რონალდინიო: პედრის თავისი ერის შექმნა შეუძლია

რონალდინიო: პედრის თავისი ერის შექმნა შეუძლია

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდინიო ქალაქ ბარსელონაში დაბრუნდა. მიზეზი კომერციულია და ვიდეოთამაშ Metasoccer-ს უკავშირდება, მაგრამ ადგილობრივი ჟურნალისტები ხელიდან როგორ გაუშვებდნენ შანსს, რონისთვის “ბარსას” ამჟამინდელ მდგომარეობაზე არ ეკითხათ.

პედრი

მას თავისი ერის შექმნა შეუძლია. ის ამას ამტკიცებს და იმედი მაქვს, თავის ერას შექმნის.

დღევანდელი სიტუაცია

ეს სიტუაცია გუნდში ჩემი მოსვლის პერიოდს მახსენებს. ჩვენც ცუდად დავიწყეთ, მაგრამ სიტუაციის შემობრუნება მოვახერხეთ. იმედი მაქვს, ახლაც ასე მოხდება.

ჩავი

ჩავის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია ის ყველაფერი, რასაც ის აქ აკეთებს. იმედი მაქვს, ის “ბარსელონას” გულშემატკივრებს დიდ სიხარულს მიანიჭებს.

უსმან დემბელე

ჩემი აზრით “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესოა. ცოტა ფეხბურთელს შეუძლია თქვას, რომ ამ გუნდში უთამაშია. ეს ფეხბურთის სათამაშოდ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

რაფინია

ძალიან გამიხარდება, თუ ის “ბარსელონაში” გადმოვა. მას ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს. ის ჩემპიონატს კარგად მოერგება და თუ ტრანსფერი გამოვიდა, ამით “ბარსელონა” იხეირებს.

ლიონელ მესი

ჩემთვის მისი “ბარსადან” წასვლა სიურპრიზი იყო. ის ჩემი მეგობარია და მნიშვნელოვანია, რომ ბედნიერი იყოს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    06 აპრ 2022, 15:28

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    გაუჩო ყველაფერზე სიმართლეს ამბობს, მაგრამ ამ რაფინიაზე მაინც არ მიმდის გული


    არც მე მომწონს რაფინია, მაგრამ გაუჩოს მაინც უნდა დავუჯეროთ. პატარა მაგასაც ესმის ფეხბურთი.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    06 აპრ 2022, 07:33

    გაუჩო ყველაფერზე სიმართლეს ამბობს, მაგრამ ამ რაფინიაზე მაინც არ მიმდის გული

  • shu1987
    05 აპრ 2022, 20:16

    გაუჩო მაგარი ხარ შეჩემალაა 😍

    რაფინიას რაც შეეხება ბარე ორს სჯობს და აჯობებს ძაან მაგარი ბიჭია და ნუ პროფესორობთ ცუდი რომ იყოს არავინ იფიქრებდა მოყვანაზე.

  • barsamesia
    05 აპრ 2022, 19:48

    აი, ზუსტად! ბარსაა და მხოლოდ ბარსაში შეიძლება, რომ რონალდინიო გამხდარიყო იმად, რაც იყო – სახალხო, ფეიერვერკული, უმაღლესი კლასის, თითქმის ზღაპრული, ჯადოქრული და გრაციოზული სანახაობით… მხოლოდ ბარსაში შეიძლება გამოჩნდეს შუა ხაზის სასწაული ტანდემი, თითქოს სუსტი და ტანმორჩილი – ხავიესტა: პასები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლია ექსტაზშში ჩაგაგდოს, დაგამუნჯოს ცოტა ხნით, აგაყვიროს… შუა ხაზის ჯარისკაცები, გენიოსები არაადამიანური და გენიალური საფეხბურთო მოძრაობებით, ტემპის სრული კონტროლით და რასაკვირველია, მკვლელი და ჯადოსნური საგოლე პასებით… მხოლოდ კამპნოუს ბინადართა გუნდში შეიძლება იხილოს მთელმა საფეხბურთო სამყარომ მესი – ფეხბურთის მესია! ასე, რომ რონიმ ზუსტად იცის, სადაც არის ფეხბურთის სათამაშოდ საუკეთესო ადგილი.

  • La Pulga10
    05 აპრ 2022, 19:26

    შენ შემოგევლე გაუჩო,პედრიზე ფაიზაღი თქვი.აი რაფინიაზე არვიცი.