workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
ოფიციალურად: გენერალურმა ასამბლეამ Spotify-სთან შეთანხმება დაამტკიცა

ოფიციალურად: გენერალურმა ასამბლეამ Spotify-სთან შეთანხმება დაამტკიცა

დღეს “ბარსელონას” დელეგატ წევრთა გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომემელზეც Spotify-სთან სასპონსორო შეთანხმება ოფიციალურად დამტკიცდა.

ასამბლეა კლუბის ისტორიაში პირველად ელექტრონულ ფორმატში ჩატარდა და მასში 703 წევრმა მიიღო მონაწილეობა. შეთანხმების დასამტკიცებლად უბრალო უმრავლესობა იყო საჭირო.

საბოლოოდ, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

✅ 627 მომხრე

❌ 49 წინააღმდეგი

⚪ 27 თავი შეიკავა

შვედური კომპანია “ბარსელონას” მთავარი სპონსორი და აუდიო სტრიმინგის ოფიციალური პარტნიორი ხდება. წარწერა Spoitfy მომდევნო სეზონიდან 4 სეზონის განმავლობაში მამაკაცთა და ქალთა გუნდების მაისურების წინა მხარეს გამოჩნდება, სამი სეზონის განმავლობაში კი სავარჯიშო ფორმაზეც იქნება დატანილი.

ხანგრძლივი თანამშრომლობა სტადიონის სახელის უფლებასთან დაკავშირებით 2022 წლის ივლისიდან შევა ძალაში და “ბარსელონას” საშინაო არენას “Spotify კამპ ნოუ” დაერქმევა. 

კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, შეთანხმების პირობები არ სახელდება, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით კატალონიური კლუბი შვედური კომპანიისგან ჯამში 435 მილიონს მიიღებს, რაც ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სასპონსორო გარიგებაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Albicelecte
    schedule 03 აპრ 2022, 19:44
    #7

    იმედია ლაპორტას ბართომეუ არ დაემართება და ტანკლი-ტუნკლითი სიარულს და ფულების ყრას არ დაუწყებს;
    დემბელეს ახალი კონტრაქტი, შემცირებული ოდენობით ან შემცვლელის მოყვანა, სერუიოზულის…
    ობამა და ფატი 9-იანზე როტაციაში და იქეთ ფერანის დუბლიორად მემფისი;
    ან ფერანი აქეთ ფლანგზე და მის დუბლიორად ადამა

  • Davit..
    schedule 03 აპრ 2022, 17:58
    #6

    არავინ მიწყინოთ მაგრამ ჩვენთვის რა მნიშვნელობა ექნება სფოთიფაი კამპ ნოუ ერქმევა რაკუტენ კამპ ნოუ თუ რაიმე სხვა სახელი? მთავარი არის სანახაობრივი ფილოსოფია არ შეიცვალოს და არც შეიცვლება დანარჩენი რავიცი რავიცი

  • riva
    schedule 03 აპრ 2022, 17:39
    #5

    არც ისე ბევრია.

  • Iniesta_8
    schedule 03 აპრ 2022, 17:04
    #4

    4 წელში 435 მილიონი საუკეთესო შეთანხმებაა ნამდვილად. წელიწადში 109 მილიონი ევრო ახალი რეკორდია, თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ კამპ ნოუს სახელიც შედის ამ გარიგებაში.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 03 აპრ 2022, 16:00
    #3

    აუ რა ფული იშოვეს ტიპებმა♥️♥️ საღოლ ბიჭები საღოლ

  • kanja
    schedule 03 აპრ 2022, 15:52
    #2

    მაგარი ფული ჩაიდო!.. ჭკუით თუ გამოიყენეს ფეხზე დადგება კატალონიური გრანდი!

  • nika 54
    schedule 03 აპრ 2022, 15:49
    #1

    გვეშველა ვითომ?