“გრანადას” შემტევმა, ალექს კოლიადომ, რომელიც “ბარსელონას” საკუთრებაა, ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თამაშის უფლება არ ჰქონდა:
მე ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, როდესაც ფეხბურთისგან მოწყვეტილი ვიყავი. ვიმედოვნებ, ამას არავინ გამოცდის. მე თვეების განმავლობაში ვერ ვთამაშობდი, რაც ძვირად დამიჯდა. საბედნიეროდ, “გრანადას” შესაძლებლობა გამოჩნდა და ახლა ფეხბურთით კვლავ სიამოვნებას ვიღებ.
მივიღე თუ არა რაიმე მესიჯი ჩავისგან, სამწვრთნელო შტაბისგან ან სპორტული მენეჯმენტისგან? ზოგიერთ მათგანს ვესაუბრე, მათ მითხრეს, რომ დამაკვირდებიან და იმავე მონდომებით უნდა ვითამაშო, როგორითაც ბავშვობაში ვთამაშობდი. ეს თავდაჯერებულობას მმატებს და მაბედნიერებს.
“ბარსელონამ” სეზონის დასაწყისში კოლიადოს დარეგისტრირება ვერ მოახერხა, რის გამოც 22 წლის ფეხბურთელს სეზონის პირველ ნახევარში ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. კლუბმა ესპანელი ზამთარში სეზონის ბოლომდე “გრანადაში” გაანათხოვრა.

ეჰ კუმანი, კუმანი… ვისთვისაც ლა მასია სულ ერთია, ის რატომ მისცემდა შანსს?!
გავი და პედრი ალიბად უნდოდა, რომ ახლაგაზრდებისთვის შანსი მიცემად ჩათვლოდა, კარგია, რომ დროზე წავიდა
არადა რა უაზროდ დატოვეს უგუნდოდ, საბუთებსაც ვერ აფორმებდნენ კუმანის დროს ნორმალურად.
მეცოდება ეს ბავშვი
არადა შარშან ბარსა ბ-ში ყველაზე მაგარი ესიყო და ჩვენმა მსუქანა ნიდერლანდელმა ჩაალპო
კუმანის ბრალია თავიდან ბოლომდე ამის კარიერაში რაც ხდება ვიღაც დემირებს და შიბაქებს შეწირა ამის დრო და სკამზე დაალპო
გავი და პედრი რა შუაშია ამასთან
არადა არ იყო ეს ცუდი ბიჭი თუმცა გავის და პედრისგან ბევრად შორსაა