“ბარსელონა” კიევის “დინამოსთან” ამხანაგურ მატჩს გამართავს სლოგანით “თამაში მშვიდობისთვის! შევაჩეროთ ომი!”
დღეს კიევის “დინამოს” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც წერია, რომ უკრაინული გუნდი აპრილიდან ივნისის ჩათვლით ევროპულ გრანდებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.
“დინამოს” მეტოქეთა სია ასე გამოიყურება: დორტმუნდი, პსჟ, სტიაუა, ლეგია, ბარსელონა, მილანი, ბენფიკა, აიაქსი, სპორტინგი, ბაზელი.
ყველა თამაშის სლოგანი იქნება “თამაში მშვიდობისთვის! შევაჩეროთ ომი!”
ამ ამხანაგური შეხვედრების მიზანი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა და აქცენტის უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე გაკეთება იქნება.
ჯერჯერობით ამხანაგური თამაშების ზუსტი განრიგი ცნობილი არაა.
იმედია მართლა ამხანაგური იქნება და წაგება არავისთვის არ იქნება ტრაგედია. ველოდები კამპ ნოუს გავსებას და ბანერებზე კი "რუსკი ვაენნიი კარაბლ, იდი <<ცენზურის დარღვევა>> " წარწერებს.
ამათ მაინც არ გაუტანოთ 4 გეხვეწებით♥️
აბა ჰა დავდოთ ყველამ კიევზე 4.0 კუში ექნება ჩვენც მოვიგებთ უკრაინაც და სოლიდარობაც გამოცხადდება :დდდ
მაშინ არ უნდა მოუგოს თორემ ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება 😃