ალფრედო მარტინესის ინფორმაციით, შესაძლოა, “კამპ ნოუზე” “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის გასამართი მატჩისთვის ყველა ბილეთი გაიყიდოს.
ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, ბილეთების ფასი 89-დან 199 ევრომდე მერყეობს და მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.
“ბარსელონა” უშუალო კონკურენტს კვირას, 3 აპრილს უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში ლა ლიგაში მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

იმედია გაივსება და პატარა ფული მაინც შემოვა ბიუჯეტში დამატებით.
მოვიდეს ხალხი და ნახოს ბრძოლაი საკვირველი❤️
დაუბრუნდა კამპ ნოუს ხალხი ❤️❤️
მიდით ცოტა შვება იქნება ფინანსურად.
ისეთ უმაღლესი დონის ფეხბურთს ვთამაშობთ რომ კამპ ნოუ უნდა ივსებოდეს წესით
გარდამტეხი თამაშია, აქ გადაწყდება ჩემპიონიობის თეორიულ შანსებს თუ დავიტოვებთ, ამიტომ სავსე ნოუ კამპი ჰაერივით გვჭირდება
90 000 კაცი რომ მივიდეს და ავიღოთ საშუალო ფასი 144 ევრო, მაშინ 90 000×144= 12 960 000, საკმაოდ დიდი თანხაა ერთი მატჩის კვალობაზე, საინტერესოა სუფთა მოგება რამდენი რჩება კლუბს აქედან