“ბარსელონა” ანტონიო რიუდიგერისთვის ბრძოლას შეუერთდა.
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, გუშინ მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი ბარსელონას ერთ-ერთ სასტუმროში გერმანელის აგენტსა და ნახევარ-ძმას, სარ სენესის შეხვდნენ და საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს.
წყაროს თანახმად, “ბარსელონა” 29 წლის ცენტრალური მცველის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებს. კლუბში ფიქრობენ, რომ რიუდიგერის პროფილის მოთამაშე “ლურჯ-ბროწეულისფრების” სტილს იდეალურად ერგება.
გერმანელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და, როგორც ცნობილია, იგი “ჩელსის” დატოვებს.
“ბლაუგრანა” “ლურჯების” სხვა ფეხბურთელების ტრანსფერებზეც მუშაობს. გავრცელებული ცნობებით, ანდრეას კრისტენსენთან ყველაფერი შეთანხმებულია, სესარ ასპილიკუეტას საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია.




კი ვიდეოზეც ჩანს როგორ საიდუმლოდ შეხვდნენ, ოღონდ ვის არ ჩანს. მაგრამ არ გამოსულა მთლად საიდუმლოდ თუკი Sky Sports-მა მაინც გაშიფრა.
თუ მართლა ასეთი კარგია მოიყვანონ, ამდენი ჯაშუშური ისტორიები რა ამბავია.
ძალიან კარგი იქნება თუ დავიმატებთ. აუცილებლად უნდა წავიდნენ:ბრაითვეიტი, ლუკ დეიონგი, უმტიტი, ლენგლე, მინგესა და პუჩი ამ ურის იმედი აღარ მაქვს.
მაინცდამაინც ჩელსიზე არ აქვთ გართულება, თავისუფალ აგენტებს ეძებენ, მაგიტომაც განიხილება ჩელსიდან ასპი კრისტენსენი (ჩვენია უკვე პრინციპში) და რუდიგერი – სამივე თავისუფალი აგენტი ხდება
ვერ ვხვდები ჩელსის დაცვა რა ჩემ შოშიკოლად უნდათ ბარეღამ ტიაგო სილვაც იყიდონ და იქნება მერე მოიფიქრონ რის ჯეიმსის აუცილებლობა😃 რა სასირეთში გადასდით უკვე უაზრობები მგონია ეს რატო ან რისთვის უნდა იყიდო როცა არაუხოს ვერ უხანგრძლივებენ კრისტენსენი მოვა და გარსიაც სერიოზულად ვითარდება.
კრუიფის ვაჟი და ალემანი ძაან მაგრად მუშაობენ ჯერჯერობით ყველა ტრანსფერმა გაამართლა ,ჩემი აზრით რუდიგერის დამატება იმიტომ სურთ რომ არაუხოს ხშირად აქვს ტრამვები და დაზღვეულები რომ იყვნენ სეზონში სოლიდური მცველებით ითამაშონ.ან შეიძლება აშინებენ არაუხოს რომ დაითანხმონ ხელფასზე .ყველა შემთხვევაში კარგი იქნებოდა ბარსაში მაღალი კლასის მცველების ნახვა იმედია არაუხო დარჩება და რუდიგერი ზამენად გვეყოლება .
გაპიარებული ფეხბურთელია,რა რუდიგერი,ტუხელმა აათამაშა ეგეც და მაგ 3მცველიან ტაქტიკაში იდეალურად ჯდება,საერთოდაც არ ვფიქრობ რო მაღალი დონის მცველია
არაუხო აუცილებლად შესანარჩუნებელია და კრისტენსენი ზაფხულში ჩვენია, ასე რომ რუდიგერის ადგილი აქ აღარ იქნება, სკამზე ეგ არ დაჯდება რათქმაუნდა😂, თან ხელფასიც ბევრუ უნდა და ბარსას სტილშიც არ ჩაჯდება,ვუყურებ მაგის თამაშს და მომწონს მაგრამ ტუხელის სქემის კაცია და ნაკრებშიც მაგიტო ვერ თამაშობს
საიდუმლოდ შეხვდნენ თურმე, ვერავინ ვერ გაიგო. გადაცმულები იყვნენ ნიღბებში.
არაუხოს ხელი არ ახლოთ
ეს და კრისტიანსენი ერთად თუ მოვიდნენ ესეიგი არაუხოსთან გახანგრძლივების იმედი არ აქვთ. ამიტო ამას ეჩალიჩებიან რო ზაფხულში არაუხო გაყიდონ. და ეს რა ხელფასსაც ითხოვს არაუხო იმის ნახევარზეც თანახმაა. სად 30-ს მიკაკუნებული კაცი და სად 22 წლის კლუბის აღზრდილი. რუდიგერი ტოპ მცველია, იდეალური ბარსასთვის პროფილით სტილით პოზიციით. მარცხენა ცენტრალური მცველია და ბურთის ამოტანის მამა. მარა არაუხოს ნაცვლად იდიოტობაა ამისი მოყვანა. თან ჩხუბის თავია, ბინძური მოთამაშე.
ჩელსი "ფუტბოლს"ანებებს თავს?
არაუხო ვინც გაუშვას ის იყოს ცხოვრებით არაკაცი
ბევრს აქ არ მოწონს ეს ფეხბურთელი მაგრამ მე ძალიან მივესალმები ამ მცველს.. ჩემი აზრით ტოპ მცველია მთავარია დიდი ხელფასი არ მოითხოვოს რაც მგონია რომ დაბალ ხელფასზე არ დათანხმდება . 6-7 მ რომ დათანხმდეს ძალიან კარგი იქნება არაუხოსტან ერთად
ასპილიკუეტა აღარაა საჭირო თუ მაზრაუი მოდის.უმტიტი,მინგესა და ლენგლე წავლენ,დესტი თუ დარჩა მარცხნივ გადაიწევს და მარცხენა მცველი აღარ იქნება საჭირო,თუ მარცხენა მცველიც დავიმატეთ მაშინ დესტიც წავა.რუდიგერი კი დიდად არ მინდა,ძაან ბევრ ფულს ითხოვს.
ბარსას დაცვა:არაუხო,კრისტენსენი,პიკე,რუდიგერი,გარსია,ალბა,დესტი,ალვესი,მაზრაუი.ბევრი ხო არაა?
რავიცი, ჯერ ეს ერთი 12 მილიონს ითხოვს მინიმუმ რაც სისულელეა, მაქსიმუმ 6-7 გადაუხადოს ბარსამ, მერე მეორე არც მე მგონია გაამართლოს
უმტიტი, ლენგლე, მინგესა – წავა
ცენტრალური მცველები: პიკე, არაუხო, კრისტესტენი, გარსია, რუდიგერი – იდეალური დაცვა
ძირითადი: არაუხო-კრისტესტენი/პიკე
სკამი: გარსია-რუდიგერი
ასპილიკუეტაც მოსაყვანია და მაზრაუი მარჯვნივ და დესტი გასაშვებია + საჭიროებისამებრ მარცნივ დადგება ასპი თუ მიტუმეტსს მარცხენა მცვლეს ვერ ვიყიდით
არაფერში არ გვჭირდება ეს
კარგი ნცვეკია მაგრამ ბარსაში ვერ გაამართლებს, მის თამაშებს რომ ვუყურებ 5 მცველიან სქემას ერგება კარგად, ნაკრებში ძაან ცუდია და ტუხელის მოსვლამდე ყველა დასცინოდა და საშინელება იყო, მემგონი ეს ტუხელის სქემის კაცია და კრისტენსენი მოვიყვანოთ ჯობია
ამდენი ცენტრალური მცველები რა ჯანდაბად უნდათ?