წარსულში ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ფრან გონსალესი მის შვილზე, ნიკო გონსალესზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ბარელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველს მოთმინება მართებს.
Sport-ის ცნობით, კითხვაზე, უნდა გამოიძახოს თუ არა ლუის ენრიკემ ნიკო ესპანეთის ნაკრებში, ფრანი ასე პასუხობს:
სიჩქარე კარგი არაა. მე მათ რიგებს მივეკუთვნები, ვინც მიიჩნევს, რომ წნეხისა და მოთხოვნების გარეშე უნდა გაიზარდო. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აკეთო და შედეგად ამ ყველაფერს უფრო დააფასებ. როდესაც ბევრ რამეს ერთდროულად მიაღწევ, იფიქრებ, რომ უკვე ყველაფერს მიაღწიე. ჩემ შვილზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, უმჯობესია, ეს მან გააკეთოს, ამისთვის უკვე საკმარისად დიდია.
ნიკო გონსალესი 20 წლისაა და მასზე პატარა გავისა და პედრისგან განსხვავებით, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია. თუმცა საჩქარო არაფერია, რადგან მამამისს ნაკრებში დებიუტი 23 წლის ასაკში ჰქონდა.




ფიზიკურად კარგია, ეს ნამდვილად გვინდა. ტექნიკა მოვა თუ მაინცდამაინც სანაკრებო დონის არ აქვს.
ნიკო მე ძაან მომწონს ვითარდება და პროგრესირებს ეს აუცილებლად უნდა იყოს ბარსაში მომავალია პედრისთან და გავისთან ერთად..
ნიკო ნორმალურია რა, არ არის ჯერ ჯერობით მაღალი დონის მაგრამ იმედია განვითარდება
ნიკო ძალიან მაგარია
სადაც 17 წლის გავი თამაშობს ნაკრებში, იქვე ნიკოსაც მიეცემა ალბათ შანსი, როცა თამაშობს ძალიან კარგია ხოლმე