workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ანსუ ფატიმ ვარჯიშის ნებართვა მიიღო

ოფიციალურად: ანსუ ფატიმ ვარჯიშის ნებართვა მიიღო

“ბარსელონას” მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ანსუ ფატიმ ვარჯიშის ნებართვა მიიღო.

“ბარსას” ათიანს სამედიცინო შემოწმება დღეს ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მისთვის მოედანზე გამოსვლა უკვე მიზანშეწონილია.

19 წლის შემტევმა ტრავმა 20 იანვარს ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში მიიღო. მან ოპერაციის გაკეთებას კონსერვატიული მეთოდით მკურნალობა არჩია. ივარაუდება, რომ იგი თამაშს დაახლოებით ორ კვირაში შეძლებს.

განახლება: ხავი მიგელის ინფორმაციით, დღეს ფატიმ გუნდთან ერთად 20 წუთი ივარჯიშა. AS-ის ჟურნალისტის ცნობით, ანსუმანე თამაშის ნებართვას იქამდე არ მიიღებს, სანამ მინიმუმ 10 სავარჯიშო სესიას არ გამართავს. შესაძლოა, იგი მოედანზე 18 აპრილს “კადისთან” მატჩში დაბრუნდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (18)

  • nika 54
    schedule 29 მარ 2022, 15:17

    კიბეზე კარგად აირბინა, მორჩენილა და ეგაა.

  • azulgerana
    schedule 29 მარ 2022, 10:57

    ეს თუ ჩადგა ფორმაში, შეუდგება რეალს ხახაში

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 29 მარ 2022, 08:18

    ეს აღარ გაიტრამვოს, ჩადგეს ფორმაში და არ გავკარი ფულის მონა ჰოლანდს?!😀♥️

  • M10 S9 D11
    schedule 29 მარ 2022, 02:32

    ოღონდ ეს მოიხოდოს და არ მინდა არაფერი

  • gio-rakitich
    schedule 29 მარ 2022, 01:59

    რამხელა არჩევანი ექნება ჩავის 3 გუნდი აიწყობოდა მაგ სკამით :დდ

  • Bakero
    schedule 28 მარ 2022, 23:53

    ციტატა: XAVI 6-8

    ციტატა: Bakero
    წარმატებები წარმატებები მორჩა უკვე რეჟიმში ხარ როგორც მაესტრო იტყვის იმდენ სათამაშო დროს მიიღებ დასაწყისში და არავითარი ზედმეტი გადატვირთვები ნელ ნელა ყველაფერი გამოვა სანამ ფიზიკას კიდევ უფრო მოუმატებ ! ეხლა ეტყობა ისეთი ხალხის ხელში ხარ მონსტრი უნდა გახდე მონსტრი ! მთავარია დრო და სიფრთხილე დასაწყისში


    ფსიქოლოგიურად რო არ გატყდებოდა დარწმუნებული ვარ მთავარია ქრონიკული არ აღმოჩნდეს დანარჩენს შტაბი და ფატმანი მიხედავს თვითონ.🙃წადმატებები.კარგი საყურებელი იქნება აქეთ ფატიმა იქით მბაპე.ბევრს გაეცინება მაგრამ რომ არა ტრავმიანობა არანაკლები სახელით იქნებოდა მბაპეზე🙃


    კი ფსიქოლოგიურად ძალიან მაგარი ბიჭია და არა მარტო ფსიქოლოგიურად ყველაფერი აქვს იმისთვის რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს ტრავმები კიდევ ღმერთმა ქნას წარსულს ჩაბარდეს თანაც ეხლა ნამდვილად მაღალი კლასის პროფესიონალების ხელშია და არა ისე როგორც ხისთავას დროს იყო ! ….ყველაფერთან ერთად ბედის ამბავიც არის რაგინდ სასაცილოდ არ მოგეჩვენოს 🙂 იმედია ის ცუდი პალასა რაც ცხოვრებაში ჰქონდა და უკვე გაიარა ღმერთი შენსკენ ანსუ ! ტალანტით ეს არავის არ ჩამოუვარდება დღეს

  • XAVI 6-8
    schedule 28 მარ 2022, 23:42

    ციტატა: Bakero
    წარმატებები წარმატებები მორჩა უკვე რეჟიმში ხარ როგორც მაესტრო იტყვის იმდენ სათამაშო დროს მიიღებ დასაწყისში და არავითარი ზედმეტი გადატვირთვები ნელ ნელა ყველაფერი გამოვა სანამ ფიზიკას კიდევ უფრო მოუმატებ ! ეხლა ეტყობა ისეთი ხალხის ხელში ხარ მონსტრი უნდა გახდე მონსტრი ! მთავარია დრო და სიფრთხილე დასაწყისში


    ფსიქოლოგიურად რო არ გატყდებოდა დარწმუნებული ვარ მთავარია ქრონიკული არ აღმოჩნდეს დანარჩენს შტაბი და ფატმანი მიხედავს თვითონ.🙃წადმატებები.კარგი საყურებელი იქნება აქეთ ფატიმა იქით მბაპე.ბევრს გაეცინება მაგრამ რომ არა ტრავმიანობა არანაკლები სახელით იქნებოდა მბაპეზე🙃

  • Bakero
    schedule 28 მარ 2022, 23:38

    წარმატებები წარმატებები მორჩა უკვე რეჟიმში ხარ როგორც მაესტრო იტყვის იმდენ სათამაშო დროს მიიღებ დასაწყისში და არავითარი ზედმეტი გადატვირთვები ნელ ნელა ყველაფერი გამოვა სანამ ფიზიკას კიდევ უფრო მოუმატებ ! ეხლა ეტყობა ისეთი ხალხის ხელში ხარ მონსტრი უნდა გახდე მონსტრი ! მთავარია დრო და სიფრთხილე დასაწყისში

  • B-L-A-U-G-R-A-N-A
    schedule 28 მარ 2022, 22:42

    წარმატებები ათიანო! ❤️

  • SHOTADEPAY9
    schedule 28 მარ 2022, 22:34

    მიხარია 🥰

  • GÍØ
    schedule 28 მარ 2022, 21:51

    ციტატა: XAVI 6-8
    იმედია ბოლოა ფატიმ🙃
    მაინც მაქ ამ ბავშვის იმედი ჯერ 19 წლისაა.ეს სეზონი 15-20 წუთი უნდა ათამაშონ ნუ ჩემზე კარგად ხავიმ იცის.რაც ხავი მოვიდა არავინ წასულა ლაზარეთში ეგ იმას ნიშნავს რომ 100ჯერ ზომავენ და ერთხელ ჭრიან.🙃უმტიტს და ლენგლეს არ ვთვლი


    ნუ ეგ უფრო პრუნას მოსვლის გამოა მაგრამ მაინც ჩავი რო არ მოსულიყო და პრუნა არ მოეთხოვა ისევ ეგ პრობლემა იქნებოდა დიდი ალბათობით გუნდში, თუმცა ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად წავა და აღარავინ დაიტრამვება წამსვლელები წავლენ მომსვლელები მოვლენ და მომავალ წელს კი იქნებ ლიგაც დავდოთ ყოველ შემთხვევაში მჯერა ჩავის და მჯერა იმის რომ დავბრუნდებით იქ სადაც ჩვენი ადგილია! Visca Barca 💙❤️

  • XAVI 6-8
    schedule 28 მარ 2022, 21:36

    იმედია ბოლოა ფატიმ🙃
    მაინც მაქ ამ ბავშვის იმედი ჯერ 19 წლისაა.ეს სეზონი 15-20 წუთი უნდა ათამაშონ ნუ ჩემზე კარგად ხავიმ იცის.რაც ხავი მოვიდა არავინ წასულა ლაზარეთში ეგ იმას ნიშნავს რომ 100ჯერ ზომავენ და ერთხელ ჭრიან.🙃უმტიტს და ლენგლეს არ ვთვლი

  • Fc Barca Batumi
    schedule 28 მარ 2022, 21:33

    ჯობია უფრო მომჯობინდეს, ანსუ შეინახონ მომდევნო სეზონისთვის! ღმერთმა არ ქნას კიდევ რამე რო დაემართოს! ცოდოა, უფრო ლაზარეთში მოუწია ყოფნა, ვიდრე მოედანზე.

  • La Pulga10
    schedule 28 მარ 2022, 21:26

    ციტატა: Don_Andresito
    ჩავი მეცოდება 😀 ამ შემტევებში ჩამოყალიბდა რო დეპაი ადამა და დე იონგი სკამზე, ფერანი ობა და დემბელე ძირითადში, აი ფატი რო დაბრუნდება აირევა ჩავის აზრები 😀 ჩემი აზრით დემბელე რომელიც წამსვლელია მოშორდეს უნდა ძირითადიდან, ფერანი გადავიდეს მარჯვნივ, მაგისი რეალური პოზიცია ეგ იყო სიტიშიც ვალენსაშიც და ნაკრებშიც. ობა ხელშეუხებელია, ფატი კი ნელ ნელა შევა ფორმაში და დადგება მარცხნივ.


    კი ეგრე უნდა იყოს.ფერანი მარჯვნივ უკეთესია,ესპანეთში მანდ თამაშობს და უკეთაც გამოსდის.ფატი 9 იანისთვის მეცოდება,ფლანგზე მირჩევნია ბიჭის ნახვა.

  • Albicelecte
    schedule 28 მარ 2022, 21:21

    რაც კარგია კარგია; ზედმეტი არ იქნება არც ერთი ფეხბურთელი,მით უმეტეს,რომ საკმაოდ დატვირთული სეზონია

  • Memphis Depay
    schedule 28 მარ 2022, 21:13

    შტეგო
    დესტი კრისტენსენი არაუხო ალბა
    დე იონგი ბუსი პედრი
    დემბელე ჰოლანდი ფატი
    იფფფ 😋😋😋

  • Don_Andresito
    schedule 28 მარ 2022, 20:55

    ჩავი მეცოდება 😀 ამ შემტევებში ჩამოყალიბდა რო დეპაი ადამა და დე იონგი სკამზე, ფერანი ობა და დემბელე ძირითადში, აი ფატი რო დაბრუნდება აირევა ჩავის აზრები 😀 ჩემი აზრით დემბელე რომელიც წამსვლელია მოშორდეს უნდა ძირითადიდან, ფერანი გადავიდეს მარჯვნივ, მაგისი რეალური პოზიცია ეგ იყო სიტიშიც ვალენსაშიც და ნაკრებშიც. ობა ხელშეუხებელია, ფატი კი ნელ ნელა შევა ფორმაში და დადგება მარცხნივ.

  • Memphis Depay
    schedule 28 მარ 2022, 20:44

    ესეც თუ მოიხოდა მერე ნახეთ დედის წიოკი.