workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფილიპე კოუტინიო მზადაა, ხელფასი შეიმციროს

ფილიპე კოუტინიო მზადაა, ხელფასი შეიმციროს

“ბარსელონას” ფილიპე კოუტინიოს მუდმივი ტრანსფერით გაშვება სურს, თუმცა დაბრკოლებას ბრაზილიელის ხელფასი ქმნის. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი წელიწადში 24 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა.

ტრანსფერის განხორციელებაში მნიშვნელოვანი თავად კოუტინიოს ძალისხმევა იქნება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი მზადაა, ხელფასი შეიმციროს და ზაფხულში კატალონიური კლუბი დატოვოს. 

29 წლის ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ პრემიერ ლიგაში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო. “ასტონ ვილას” მთავარ მწვრთნელს, სტივენ ჯერარდს მისი შენარჩუნება სურს. ფილიპეს შეძენით “არსენალიც” ინტერესდება.

კოუტინიოს “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება, კლუბი მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Albicelecte
    schedule 27 მარ 2022, 20:29

    ციტატა: nika 54
    ხო იმცირებს რას ერჩით დემბელესავით ხო არ იქცევა ან კიდევ ბეილი რო ყავს რეალს, 3 წელია ფეხი არ გაუნძრევია რეალისთვის და ნაკრებში საუკეთესოა. ამ დროს ყველაზე დიდი ხელფასი აქვს. ტოტეჰემში რო ყავდათ იჯარით გაშვებული ხელფასის უმეტეს ნაწილს რეალი უხდიდა.


    ბეილს რეალის წინაშე იმხელა დამსახურება აქვს, რომ კოუტინიოს 2 კარიერა არ ეყოფა;
    2014 წელს ლიგის მოგება, ფინალშიც სერიოზულად დონე დადო;
    2014 წელს კოპა, ის ავადსახსენებელი სპრინტი, ბარტრასთან(რასაც ბარტრას კარიერა შეეწირა)
    2016 წელს ფინალში რეალი მაგან გაიყვანა სიტისთან გატანილი გოლით;
    2018 წელს ლიგის ფინალი პირადად მოიგო, მარტო მაგისი მაკრატელა რად ღირდა…
    24 მილიონს რა ნამუსით იღებს ვერ ვხვდები

  • nika 54
    schedule 27 მარ 2022, 17:55

    ხო იმცირებს რას ერჩით დემბელესავით ხო არ იქცევა ან კიდევ ბეილი რო ყავს რეალს, 3 წელია ფეხი არ გაუნძრევია რეალისთვის და ნაკრებში საუკეთესოა. ამ დროს ყველაზე დიდი ხელფასი აქვს. ტოტეჰემში რო ყავდათ იჯარით გაშვებული ხელფასის უმეტეს ნაწილს რეალი უხდიდა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 27 მარ 2022, 17:29

    წავიდეს ინგლისში, ასტონ ვილაზე მაღალი დონის გუნდს იმსახურებს. ძაან მიყვარს ეს ფეხბურთელი და ყველა თამაშში რაღაც დასამახსოვრებელს რომ აკეთებს ძაან მიხარია

  • shu1987
    schedule 27 მარ 2022, 15:45

    ერთხელ და სამუდამოდ მოიშორონ ეს რა გახდა

  • Visca el barca
    schedule 27 მარ 2022, 14:33

    24 მილიონი უხადეს ამ *ლეს ამდენი ხანი, ფუ თქვენი

  • EL MAESTRO 6
    schedule 27 მარ 2022, 14:23

    იმედია გაიყიდება და წავა გუნდიდან, გაიფუჭა ტიპმა კარიერა ბარსაში, მაგრამ ამხელა ხელფასი რაამბავია, ოხ ბართოს დედა ######, დემბელესაც დიდი ხელფასი აქვს და მიდის კიდეც, უმტიტი და ლენგლეც უნდა გაუშვან რობერტოსთან ერთად,მერე იმწდია სახელფასო ჭერთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეიქმნება

  • Mess cue un club1889
    schedule 27 მარ 2022, 13:51

    ამის ხელფასის შემცირება ძაან კაი იქნება თან ადვილად გაიყიდება და სახელფასო ჭერიც ცოტათი გათავისუფლდება