COPE პედრი გონსალესთან ინტერვიუს წერს:
“რეალის” წინააღმდეგ დაუვიწყარი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ახლა ნაკრების შეკრებაზე ვართ – აქაც, ერთმანეთს იდენტურად ვუყურებთ და ვიცინით.
“რეალიდან” “ფურია როხაში” მხოლოდ ერთი ფეხბურთელია გამოძახებული (დანი კარვახალი), თუმცა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მოგება გვსურს.
“კლასიკოს” ორჯერ ვუყურე: ერთხელ – მოედანზე, მეორეჯერ კი – თამაშის შემდეგ. ტელევიზორში ყურება განსხვავებული იყო, განსაკუთრებით მოძრაობები.
ეს TikTok-ის გამო ხდება – გავის მოძრაობებს შვიდჯერ თუ რვაჯერ ვაწყდები, ჩემსას კი – 5-7-ჯერ.
“ბერნაბეუზე” თამაში განსაკუთრებულია, თან, როცა ისეთ სანახაობას დგამ, როგორიც “ბარსამ” შემოგვთავაზა.
ჩემი ახალი ნომერი? არჩევანის გაკეთება ორ ნომერს შორის მომიწია. 10-იანი მომწონს – ეს ნომერი უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელებს მოურგიათ, მაგალითად, სესკ ფაბრეგასს, რომელიც დიდებული მოთამაშე გახლავთ. საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც 10-იანი უტარებია, ლეო მესია. ეს ნომერი სწორედ ამიტომ ავირჩიე.
ყველაზე მეტად 8-იანი მომწონს, რადგან მას ანდრეს ინიესტა ატარებდა, მაგრამ, ახლა, ნაკრებში ეს ნომერი კოკეს აცვია – ასაკს პატივი უნდა ვცე.
ფავორიტი სტადიონი? ვფიქრობ, “NEF სთედიუმი” (“გალათასარაის” მოედანი). ხალხი ძალიან ხმაურობდა, რითაც ვისიამოვნე. ასეთი ატმოსფერო არასდროს მინახავს. ზოგჯერ, ფანები თითქოს გაჩერებას აპირებდნენ, მაგრამ ყველა ერთხმად ყვიროდა – ყურები ძალიან გვეტკინა.
ყველაზე მეტად ბუსკეტსი და დემბელე მაოცებენ. სერხიო სიგიჟეებს ჩადის.
ჩემი ფული, ჩემი მშობლების ფულია – ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. პირველად, PS5 შევიძინე, ახლა კი მსურს, მშობლებს ახალი სახლი ვუყიდო ან ძველი განვაახლო.
თამაშის წაგება, ბურთის დაკარგვაც კი, ძალიან მაბრაზებს.
ბავშვობაში, “რეალში” მითხრეს, რომ მათ დონეს ვერ ვაკმაყოფილებდი. ახლა იქ ვარ, სადაც ყოფნა ძალიან მინდა. უარის მიღება არ გამხარებია, მაგრამ, ამან მოტივაცია მომცა.
ზუსტად არ მახსოვს, მადრიდულ კლუბში სინჯების დროს უარით ვინ გამომისტუმრა, მაგრამ, ახლა იმ ადამიანს ვეტყვი, რომ “ბარსელონაში” ყოფნით ბენდიერი ვარ.
ზოგჯერ, მატჩის დროს მოწინააღმდეგეებთან ვსაუბრობ. რამდენიმე დღის წინ, მოედანზე, ფედე ვალვერდესთან ბევრი ვილაპარაკე.
აღნიშვნა “ელ კლასიკოს” მოგების შემდეგ? ვფიქრობ, “რეალიც” ასე მოიქცეოდა. როცა მეტოქის 4-ბურთიანი სხვაობით ამარცხებ, ასე აღნიშნავ, რადგან დიდ სიამოვნებას იღებ.
ჯერჯერობით, საუკეთესო გოლი, რომელიც გამიტანია, “გალათასარაისთან” გატანილი ბურთია.
ჩემთვის, იდეალური თერთმეტეული ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი – ალვესი, პიკე, გარსია, ალბა – ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა – მესი, რონალდუ, რონალდინიო.




კაი თაობა გვეზრდება, მწვრთნელიც ღირსეული გვყავს ეგეც დიდი მომავლით.
რა გარსია, პუიოლი ჩაგესვა მანდ შეკაცო :დდდდდ ღმერთმა ქნას გარსია ისეთი გაიზარდოს რო პუიოლს გადაუჯოკროს, მარა კარლესის ნახევარი მცველიც რო დადგეს ხმას არ ამოვიღებ
რა გარსია კაცო,სხვა გარსია ხო არაა ვინმე?
პატარა შემოქმედი ხარ, მე პირადად ბუსკეცის თვისებებსაც ვხედავ ამაში და ინიესტასასაც..
ხანდახან უნდა დავასვენოთ, კი დაფრინავს, მარა არ დაენარცხოს