workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა თანხაზე თქვა უარი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბარსელონაში გადმოსასვლელად

რა თანხაზე თქვა უარი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბარსელონაში გადმოსასვლელად

ყველასთვის ცნობილია, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, “ბარსელონაში” გადმოსასვლელად, უარი დიდ ხელფასზე თქვა. ახლა კი, ზუსტი რიცხვები გასაჯაროვდა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გაბონელი “არსენალში”, თვიურად, 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, “ბარსაში” კი მისი ანაზღაურება 380 000 ევროა.

წყაროს თქმით, 32 წლის თავდამსხმელის ხელფასი მომდევნო სეზონში გაიზრდება, მაგრამ, იმ რაოდენობასთან შედარებით, რაც ობას ლონდონურ კლუბში ჰქონდა, მაინც დიდი სხვაობა იქნება.

როგორც კატალონიური გამოცემა იუწყება, პიერ-ემერიკი “ბლაუგრანაში” თავმდაბლობით მოვიდა და თანაგუნდელების დიდი სიყვარული და პატივისცემა მალევე დაიმსახურა. ამასთან, მან თავისი საუკეთესო ფორმა აღიდგინა და გასახდელ ოთახში დიდი როლი აქვს.

ობამეიანგმა, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში მოსვლის შემდეგ, ყველა ტურნირის იგიდით, 11 მატჩში 9 გოლი და 1 ასისტი მიითვალა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • vegassi54
    schedule 24 მარ 2022, 14:08

    შედეგებთან ერთად თამაშის დროსაც ეტყობა რომ პოზიტიური ადამიანია და გუნდი მხარს უჭერს რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

  • RONALDINHO-10
    schedule 24 მარ 2022, 11:22

    ეტყობა ამ ადამიანს რომ უდიდეს სიამოვნებას ღებულობს თამაშიდან და ფაქტრებიც მეტყველებს რომ ასეთ დაბალ ხელფასს დათანხმდა იმის გამო, რომ ტიტულების მოგების უფრო დიდი შანსი აქვს ვიდრე არსენლას… "ნეიმარს მაგონებს"

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 24 მარ 2022, 11:21

    ობა არის უკლასნესი, ასეთ მაგარ სტატისტიკას არ ველოდი, თან ერთხელაც არ დაურტყავს პენალტი😁 ეს სულ მევასებოდა 😍

  • nika 54
    schedule 24 მარ 2022, 10:43

    მიდი ობა შეუბერე. ერთი ტრაორემაც ისწავლოს კარში დარტყმა და სულ ავშენდებით.

  • ბარსა01
    schedule 24 მარ 2022, 10:39

    მთავარია გოლს იტანს რაც წლებია ბარსას აკლია 🙂

  • shu1987
    schedule 24 მარ 2022, 09:49

    ძაან დასაფასებელია, პლიუს ყველაფერთან ერთად შედეგსაც დებს..

  • VanillaSoul
    schedule 24 მარ 2022, 04:01

    ობამეიანგი რო მაგარი ფეხბურთელი არის და იყო ეს ვიცოდი, მაგრამ ასეთ შედეგიანობას ნამდვილად არ ველოდებოდი მისგან, ასაკისა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც არსენალში ამ სეზონში ჰქონდა.

  • GÍØ
    schedule 24 მარ 2022, 02:39

    თან რა ასისტი