მიუხედავად იმისა, რომ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი სულ უფრო რთულად განსახორციელებლად მოჩანს, “ბარსელონა” ნორვეგიელის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს აკეთებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა ჰოლანდის გარემოცვას განუცხადა, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხისა და ხელფასის გადახდისთვის მზადაა. “ბარსას” წინადადება საუკეთესო არა გახლავთ, თუმცა ესაა, რისი შეთავაზებაც “ლურჯ-ბროწეულისფრებს” შეუძლიათ. ახლა გადაწყვეტილება 21 წლის შემტევის მისაღებია.
ერლინგ ჰოლანდი მომავალი გუნდის არჩევისას რამდენიმე ფაქტორს გაითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ფავორიტები “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” არიან.
ცნობისთვის, ნორვეგიელი შემტევის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქება.




თუ ფულზე პრეტენზიები არაა მაშინ მოვიდეს კაცო, 15 ან 20 თუ აიღო და არ მოითხოვა მბაპესავით კაი იქნება, თან გუნდიდან დეპაი, ბრაითა,ლუკი დემბელე, წავლენ, დარჩება ტორესი, ფატი, ჰოლანდი, ტრაორე, ობამა შეტევაში და სავსებით საკმარისია
ეს რომ მოვიდეს: დემბუზას, ადამას, ტორესას, პედრის, დე იონგის, ბუსის, ალბას, თუნდაც ალვეშის ნებისმიერი ასისტი 99% გოლით დასრულდება!
ორი მაგდენი დაჯდება და მაგაშია პრობლემა, ძაან სარისკოა, კაი ჰა 50 მლნს ამოიღებ მაისურებით ვთქვათ, მაგრამ რომ ვერ გაამართლოს დანარჩენ 250-300 მლნ-ს რას უშვები😐 თან ტრამვიანია ძაან
ფულს თუ არ არის დახამებული , რეალში რა ნამუსით უნდა წავიდეს , უკეთესი სპორტული პროექტი გვაქვს , უკეთესი ახალგაზრდები და პოტენციური შემადგენლობა გვყავს და ლიდერი აქ უფრო იქნება ვიდრე სხვაგან
ეხლა გამოჩნდება რეალურად რა აინტერესებს და რას ანიჭებს უპირატესობას ბატონი ერლინგი
ამ რაიოლას ცხვარის დევნაში გაგვექცევიან ახალგაზრდები და დარჩებიან მერე მარტო პიკე ბუსკეცი და ჰოლანდი გუნდში.
კარგი იქნება ამას თუ დავიმატებთ, რეალში მბაპეს საპირწონედ, მომენტებში რო არ დაგჩაგრონ.
გუშინ წავიკითხე გუტი მბაპეს მიმართავს, ხო ნახე როგორ იდგმება ზღაპრული საღამოები ბერნაბეუზე-ო, ეს შენი სახლია და გელოდებაო.
ანუ პსჟ რო ვიხმარეთ ამიტომ უნდა მოხვიდე ჩვენთანო. უკეთეს ადგილს ვერ ნახავო შენი მიზნების განსახორციელებლადო. ახლა რო მბაპემ მისწეროს კი გუშინწინაც ვნახე ზღაპრული საღამო ბერნაბეუზე ბარსას შესრულებით-ო, ხო იქნება მაგარი.
ისეთი შეგრძნება მაქვს ეს ჩვენიანია უკვე, ისეთი სისულელეები იწერება რავიცი, ჩავი ვისაც ელაპარაკა ყველა მოვიდა და ესეც მოვა უეჭველი 👌
ე ბიჯო მოდი აქეთ,შენ და მბაპე ერთ გუნდში ვერ იქნებით ორივეს პირველობაზე როგაქვთ პრეტენზია ქე იცის ყველამ და შენი რეალია ეგ მბაპე რომ გამჯობინა,ხო და აჩვენე ვინაა აქ მეფე და მოდი ჩვენთან,დაიბადოს ახალი კონკურენცია ტრადიციულად ორ ტიტანს შორის (მესი რონალდუ
ჰოლანდი მბაპე) :))))
შენი თვალით ნახავ კლასიკოზე დაქცეულ რეალს შიგ ბერნაბეუში :დდდდ
ლაპორტამ სივის მიცა გვაქ უკვე ფული
თუ მართლა სპორტული პროექტი და მწვრთელი აინტერესებს და არა ფული მაშინ უკეთეს ადგილას სად წავა პროსტა
თან ესპანეთში უნდა ცხოვრება
მომკალით და არ მგონია რეალში წავიდეს მბაპესთან
იმედია ფულს არ დახამდება
ჩვენ ყველანაირად გვაწყობს ჰოლანდის ტრანფერ ჯერ მარტო მარკეტინგულად როგორ წაგვადგება