ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო ნაზარიო, რომელსაც ორივე კლუბში უთამაშია, გუშინდელ “ელ კლასიკოს” ეხმაურება:
“ბარსამ” ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და ვფიქრობ, “რეალის” წინააღმდეგ მათ გასაოცრად ითამაშეს. კატალონიელები ძალიან კარგად გამოიყურებიან. ისინი მომავალში ბევრს მიაღწევენ.
ჩავი სიტუაციას ძალიან კარგად უძღვება და ფეხბურთი ესმის. გუნდის გაწვრთნა, გასახდელი ოთახის სადავეების ხელში აღება მარტივი არაა. ერნანდესი დიდებულად მუშაობს.
ობამეიანგის მოძრაობები და ფინიშინგი ძალიან მომწონს. ის ტიპური 9-იანია და იცის, როგორ ირბინოს, სივრცეები როგორ შექმნას. პიერ-ემერიკი შესანიშნავი შემტევია.
In the words of @Ronaldo: pic.twitter.com/bMgOYReJ7N
— FC Barcelona (@FCBarcelona) March 21, 2022
რონალდო “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 1996-97 წლების სეზონში ასპარეზობდა, “რეალის” წევრი კი 2002-07 წლებში იყო.




აჰ აჰ გაჩერდი ეხლა კი ობა ძალიან კარგია პლასტიურია ზოგჯერ ზედმეტად რბილიც კი მეჩვენება ტექნიკიდან დაწყებული ყველაფერი აქვს , მაგრამ შენნაირი ცრიანი ჯერ არ დაბადებულა დედამიწაზე და შემდეგ რაც და ვინც იქნება ვნახავთ
ბარსელონა ამას ძალიან ცუდად მოექცა. არანაირად არ უნდოდა წასვლა და ის წასვლა გადამწყვეტი გამოდგა კიდეც მისი კარიერისთვის. ტრამვის მერე ის კიჭა არ არსებობდა უკვე. ბარსამ კი ყველა დროის ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა ამისი გაშვებით. ამის გაშვებას მოყვა ფიგუს წასვლაც. ეს რომ არ წასულიყო დღეს ბარსეს მინიმუმ ერთით მეტი ლიგა ექნებოდა უფრო მეტი თუ არა.
მაინც მადრიდისტად იქცა, ერთხელ ისიც კი უთხრა სახალხოდ პერესს გული მწყდება, რო ბარსელონის ფორმით ყველაზე ლამაზი გოლი რეალს გავუტანეო.
❤️❤️კიჭაა
ეს კაცი როგორ გაუშვეს, ეპოქას შექმნიდნენ ეს და რივალდო. ყველაზე დედისმსერავი ცენტრფორვარდია კიჭა ისტორიაში.
ფატი ცოცხალია საერთოდ?
ფატი-მესი-ჰალანდი მინდა შეტევაში მომავალ სეზონში 🙂 აუ რა მოხდება ტრიბუნებზე ხომ წარმოგიდგენიათ? 🙂 ნახევარდაცვა: კესი-პედრი-დე იონგი. დაცვა: ასპილიკუეტა-კრისტენსენი-არაუხო-ლისანდრო მარტინესი. სათადარიგოები: გავი, ფ.ტორესი, დემბელე, ტრაორე, ობა, ბუსკეცი, დანი ალვესი, პიკე, ნიკო გონსალესი და სხვები. რაღაც არანორმალური სისასტიკე შემადგენლობა იქნება 🙂 პლუს ჩავი! კაცი ტაქტიკა! კაცი ლეგენდა! კაცი დიპლომატია! კაცი მაგია! 🙂