workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საინტერესო ფაქტები გუშინდელი ელ კლასიკოდან

საინტერესო ფაქტები გუშინდელი ელ კლასიკოდან

“ბარსელონას” ოფიციალური საიტი გუშინდელი “ელ კლასიკოდან” საინტერესო ფაქტებს გვთავაზობს.

ჩავის ბრწყინვალე დებიუტი

ალბათ, ყველა ფიქრობს, რომ ლა ლიგის ეგიდით გამართულ სადებიუტო “ელ კლასიკოში” “ბარსას” მწვრთნელისთვის გუშინდელი 4-0 ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა. სინამდვილეში, ეს რეკორდი ფერდინანდ დაუჩიკს ეკუთვნის, რომელმაც 1951 წელს, “ლეს კორტესზე” “რეალი” 7-2 დაამარცხა. ამასთან, მადრიდელებთან ახალი თავკაცის პირველ დაპირისპირებაში 4-0 ელენიო ერერას ხელმძღვანელობითაც მოგვიგია.

თუმცა, ჩავიმ რეკორდი მაინც დაამყარა – გუშინდელი 4-0 ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა “ბარსას” მწვრთნელისთვის, რომელმაც სადებიუტო “კლასიკო” სტუმრად გამართა.

ობამეიანგი გოლების გატანას არ წყვეტს

ობამეიანგი საოცარ ფორმაშია! გაბონელმა ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ჩატარებულ პირველ 11 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან “რეალის” კარში 5-ჯერ დაარტყა და დუბლი შეასრულა.

ერიკ გარსიას სოლიდური თამაში

გარსია გუნდს 4 ჩაჭრილი პასით და ზუსტად შესრულებული 79 გადაცემით დაეხმარა. გუშინდელი პერფორმანსი მისთვის “ბარსას” მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გუნდმა კარი მშრალად შეინახა, სწორედ ერიკია.

შექმნილი შანსები

რა თქმა უნდა, “ბლაუგრანამ” შექმნილი შანსები გამოიყენა. განხორციელებული 10 ზუსტი დარტყმიდან, ტიბო კურტუას კარის ბადე ოთხმა შეარხია. ბელგიელმა მეკარემ 6 სეივი მიითვალა, ზოგიერთი მათგანი კი საკმაოდ რთული ასაღები იყო. ჩავის შეგირდებს ბევრად მეტის გატანაც შეეძლოთ.

უნივერსალური არაუხო

მარჯვენა მცველად მოთამაშე რონალდ არაუხომ ბრწყინვალე სამუშაო გასწია და ვინისიუს ჟუნიორი გააწამა. ურუგვაელმა ბურთი 6-ჯერ მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, სტანდარტულების დროს შეტევაში როგორი პროდუქტიულია. ანგარიში 2-0 რონალდმა თავური დარტყმით გახადა.

13 გოლი თავით

არაუხოს გარდა, “რეალს” თავით ობამეიანგმაც გაუტანა. ჯამში, მიმდინარე სეზონში “ბარსას” ანაგრიშზე 13 თავური გოლია, რითაც კატალონიელები “ბეტისს”, “ვალენსიას”, “ბილბაოს”, “ატლეტიკოსა” და “ოსასუნას” 5 ბურთით უსწრებენ – ჩამოთვლილ გუნდებს 9-9 თავური გოლი უგროვდებათ. ამ სტილში ყველაზე მეტი (4) გოლი ლუკ დე იონგმა მიითვალა. 

დემბელე – ასისტების მეფე

გუშინ ფრანგმა კიდევ 2 ასისტი გააკეთა და ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯამში 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მისი სისწრაფე და ზუსტი პასები “რეალის” დაცვას დიდ პრიბლემებს უქმნიდა. ამასთან, უსმანი ამ საუკუნეში “ბარსას” მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც “ელ კლასიკოში” აქტივში 2 ასისტი ჩაიწერა. ვინაა პირველი? რა თქმა უნდა, ჩავი ერნანდესი, 2009 წელს “ბერნაბეუზე” “რეალთან” 6-2 მოგებულ მატჩში – ლეგენდარულ შეხვედრაში კატალონიელთა ამჟამინდელმა მწვრთნელმა მაშინ 4 ასისტი გააკეთა. 

ქულები: 26/30

“ბარსამ” 2022 წელს შესაძლო 30 ქულიდან 26 მოიპოვა და სამთვენახევარია, არ წაუგია. ამ დროის განმავლობაში მათ “მალიორკა”, “ალავესი”, “ატლეტიკო”, “ვალენსია”, “ბილბაო”, “ელჩე”, “ოსასუნა” და “რეალი” დაამარცხეს, “გრანადასთან” და “ესპანიოლთან” კი ფრედ ითამაშეს.

2022 წელს “ბარსელონამ” “ატლეტიკოზე” 4-ით მეტი ქულა დააგროვა, “ვილიარეალსა” და “რეალზე” კი – 6-ით.

მეორე გუნდი, რომელსაც წელს არ წაუგია, “სევილიაა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • Dani alves
    schedule 22 მარ 2022, 19:40
    #18

    რაც არ უნდა ქნას გარსიამ მე ვერ ვხედავ მასში მომავლის ფეხბურთელს რომლის იმედზე დაცვის ცენტრი უნდა იყოს სამომავლოდ. სჯობს ვინმე უკეთესი მოიყვანონ უფრო ძლიერი ფიზიკურად რომელსაც საკმაო ტექნიკა აქ იმისთვის რომ გუნდის სქემას კარგად მოერგოს და არაუხოს შეუწყვილდეს. არაფერს არ ვერჩი გარსიასაც მაგრამ არ მგონია რომ ეს ბიჭი ცენტრალური მცველი უნდა იყოს

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 22 მარ 2022, 11:44
    #17

    დაბრუნდა ის დრო როდესაც ერთი სული მქონდა როდის იქნებოდა ბარსას თამაში რადგან ეს დღე მაბედნიერებდა😄😄

  • nika 54
    schedule 22 მარ 2022, 10:54
    #16

    მეორე გუნდი, რომელსაც წელს არ წაუგია, "სევილიაა".
    მეცოდება იმიტომ რო შემდეგს ნამდვილად წააგებს.

  • Lebron James 6
    schedule 22 მარ 2022, 02:47
    #15

    ციტატა: XAVI 6-8
    ამასთან, უსმანი ამ საუკუნეში "ბარსას" მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "ელ კლასიკოში" აქტივში 2 ასისტი ჩაიწერა

    ალბათ გასვლითი კლასიკოა ნაგულოსხმევი თორე 5-1 დროს რობერტომ 2 ჯერ გაატანინა სუარეს

    პირველ ტაიმია ნაგულისხმევი.

  • Albicelecte
    schedule 22 მარ 2022, 01:10
    #14

    ტიბო რომ საუკეთესო იყო გუნდში?! ტიპი ამოტენეს, 4 უპასუხო ბურთი შეუგდეს და მაინც ის იყო საუკეთესო smiley

  • Don_Andresito
    schedule 22 მარ 2022, 00:19
    #13

    ციტატა: Cruyffista14
    გარსია პროგესირებს, იმედია კიდე ბევრს მოუმატებს, ასე თუ გააგრძელა ამ ორმა, სამომავლოდ გუნდის დაცვა კარგ ხელში იქნება. ჰოლანდის ტრანსფერი ძაალიან საეჭვოდ ჩანს, ბოადუზე ღირს ყურადღების გამახვილება, უნიჭიერესი ტიპი ჩანს.
    ისე კესიზე რას ფიქრობთ, მოუკლო წელს და არცაა მგონი ბარსელონას სტილის მოთამაშე.


    ბოადუ ალკმაარში მომწონდა. მონაკოში სკამზეა ძირითადად. ისე მაგის აგენტიც რაიოლაა :დ თან ცოტა ნელია, ნაკრებშიც არ ეძახიან. დაცვას კრისტიანსენიც თუ დაემატა, არაუხოსთან გავახანგრძლივეთ , შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ორი ნიჭიერი ახალგაზრდაც გვყავს. ბარსა ბ კაპიტანი კომასი რომელიც პიკეს გავს. და სულ ახალგაზრდა ალმეიდა რომელიც 17 წლის ასაკში ეკვადორის ნაკრებში გამოიძახეს. ეგ ჯერ ბ გუნდშიც არაა. კესის რაც შეეხება ისევე არაა ბარსას სტილი როგორც ვიდალი ან პაულინიო. მარა ეგეთი ტიპი არაფერს გააფუჭებს. კეიტა რო ყავდა პეპს ეგეთი პონტია. კი ჩვენი ახალგაზრდები მირჩევნია კესის მარა თუ მოვიდა რომც ვერ გაამართლოს თავისუფლად გავყიდით 25-30 მილიონად. ახალგაზრდაა საკმაოდ. რეგრესი კიდე იმიტო აქვს რო არ ახანგრძლივებს და აღარ ათამაშებენ იმდენს რამდენსაც ადრე. მთავარია გავი ან ნიკო არ დავკარგოთ მაგის გამო თორე მოვიდეს. პუჩი წავა ტყუილადაა გუნდში მაინც

  • GiorgiM86
    schedule 22 მარ 2022, 00:11
    #12

    ფატი-მესი-ჰალანდი მინდა შეტევაში მომავალ სეზონში 🙂 აუ რა მოხდება ტრიბუნებზე ხომ წარმოგიდგენიათ? 🙂 ნახევარდაცვა: კესი-პედრი-დე იონგი. დაცვა: ასპილიკუეტა-კრისტენსენი-არაუხო-ლისანდრო მარტინესი. სათადარიგოები: გავი, ფ.ტორესი, დემბელე, ტრაორე, ობა, ბუსკეცი, დანი ალვესი, პიკე, ნიკო გონსალესი და სხვები. რაღაც არანორმალური სისასტიკე შემადგენლობა იქნება 🙂 პლუს ჩავი! კაცი ტაქტიკა! კაცი ლეგენდა! კაცი დიპლომატია! კაცი მაგია! 🙂

  • B-L-A-U-G-R-A-N-A
    schedule 21 მარ 2022, 23:52
    #11

    2010 წლის ნოემბრის კლასიკო, ლეომ 2 ასისტი არ გაუკეთა ვილიას?

  • MSN G.O.A.T
    schedule 21 მარ 2022, 23:34
    #10

    ციტატა: serafime
    MSN G.O.A.T,
    არაუხო როდაეტაკა იმენა დაამიწა, მხეცი გვყავს😄


    იგრძნო როგორია განადგურება მაგ შამბალამ

  • Cruyffista14
    schedule 21 მარ 2022, 23:23
    #9

    გარსია პროგესირებს, იმედია კიდე ბევრს მოუმატებს, ასე თუ გააგრძელა ამ ორმა, სამომავლოდ გუნდის დაცვა კარგ ხელში იქნება. ჰოლანდის ტრანსფერი ძაალიან საეჭვოდ ჩანს, ბოადუზე ღირს ყურადღების გამახვილება, უნიჭიერესი ტიპი ჩანს.
    ისე კესიზე რას ფიქრობთ, მოუკლო წელს და არცაა მგონი ბარსელონას სტილის მოთამაშე.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 21 მარ 2022, 23:16
    #8

    ციტატა: GÍØ
    სევილიაც წააგებს მალე


    heart_eyes კი, რამდენიმე დღეში, ჩვენთან..::დდდ

  • serafime
    schedule 21 მარ 2022, 22:47
    #7

    MSN G.O.A.T,
    არაუხო როდაეტაკა იმენა დაამიწა, მხეცი გვყავს😄

  • MSN G.O.A.T
    schedule 21 მარ 2022, 22:33
    #6

    ალაბას ხო გაედო მაგ დედამო$@%ულს

  • Memphis Depay
    schedule 21 მარ 2022, 22:05
    #5

    დემბო შეინარჩუნონ, თუ წავიდა კიდე ანტონიზე იჩალიჩონ აიაქსში როა. მარა იმდენად კარგია დემბელე ხავის მოსვლის მერე მაგრად მენანება გასაშვებად, ამდენი ხანი ვაცადეთ და როცა ათამაშდა ახა გავუშვათ?, აი ფერნანს რაც შეეხება, მგონია რო მოუმატებს ეგეც, არაა უპოტენციალო როჟა, ლიჟბი დარტყმა გამოასწოროს და დალშე მოუტანს გუნდს სარგებელს

  • XAVI 6-8
    schedule 21 მარ 2022, 21:41
    #4

    ამასთან, უსმანი ამ საუკუნეში "ბარსას" მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "ელ კლასიკოში" აქტივში 2 ასისტი ჩაიწერა

    ალბათ გასვლითი კლასიკოა ნაგულოსხმევი თორე 5-1 დროს რობერტომ 2 ჯერ გაატანინა სუარეს

  • GÍØ
    schedule 21 მარ 2022, 21:37
    #3

    სევილიაც წააგებს მალე

  • DesmondHume
    schedule 21 მარ 2022, 21:34
    #2

    მთელი დღეა ისეთ ეიფორიაში ვარ კომენტარიც ვერ დავწერე წუხანდელზე :დდდდდ

    მომნატრებია ბარსას თამაშის დროს სიხარულის ცრემლებით ტირილი <3

  • rivaldo80
    schedule 21 მარ 2022, 21:33
    #1

    მაღალი დონის ცენტრალური მცველი და ორი ფლანგელი მცველი მორჩა ამ გუნდს ამ ეტაპზე არაფერი არ უნდა.აა ხო კესი თუ მოვა ცენტრი იქნება გამანადგურებელი