ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (99%), ალვესი (95%), პიკე (98%), ალბა (99%), ბუსკეტსი (96%), პედრი (97%) და ობამეიანგი (96%) აირჩიეს. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 66%% დემბელემ მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “რეალთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა- ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – დემბელე, ობამეიანგი, ტორესი.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 2-1 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




ამას ვერ წარმოვიდგენდი, ისევე როგორც ლიგის და ლა ლიგის "ფავორიტის" ასეთ სლეურ თამაშს.
რა 1:2
0:4 ამოვტენეეეთ.
შენს პირს შაქარი
შემადგენლობა ზუსტად იგივე დავწერე თუმცა ანგარიში 0:3 ბარსა მოიგებს მე ვფიქრობ , მთავარი გამტანი არ ყავს რეალს და არამარტო გამტანია ბენზემა არამედ უკან ჩამოდის და შავ საქმესაც ასრულებს კონტრებსაც ეგ აორგანიზებდა ძირითადად ასე რომ ბარსა თუ ითამაშებს თავის თამაშს დიდია ალბატობა 4-გოლიც გაიტანოს წესით 4-გოლი უწევს და რიგში რეალი დგას 🙂
ისე მაინტერესებს ვინაა ის ერთი ყოველ მატჩში ტერ შტეგენს რო არ ირჩევს სულ 99% აქ ტიპს ყველა მატჩში აბსოლუტურად
ეს მატჩი დამთავრდება 2:3 და დასრულდება მოუგებელი სერია