workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტო ახალ კლუბს ეძებს

სერჟი რობერტო ახალ კლუბს ეძებს

Sport-ის ცნობით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სეზონის ბოლოს სერჟი რობერტო “ბარსელონას” დატოვებს, რისი მთავარი მიზეზიც მისი მაღალი ხელფასია.

30 წლის ფეხბურთელს შემოთავაზება მადრიდის “ატლეტიკოდან” აქვს და, შესაძლოა, მისი მომდევნო კლუბი სწორედ “როხიბლანკო” იყოს.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Mundo Deportivo-ც – როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, რობერტო ახალ კლუბს უკვე ეძებს, თუმცა, მისი პრიორიტეტი დარჩენაა და “ბარსას” შემოთავაზებას ელის.

თავის მხრივ, “ბლაუგრანას” სერჟისთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, რადგან ის გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორისაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 20 მარ 2022, 16:39

    ეძებს? როგორ თუ ეძებს, მეგონა ამას რიგი დაუდგებოდა მსურველებისა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 19 მარ 2022, 18:50

    არ გვჭირდება რობერტო,წავიდეს აუცილებლად

  • nika 54
    schedule 19 მარ 2022, 15:04

    ვინ აიყვანს ამხელა ხელფასი თუ უნდა რაც ბარსაში აქვს. სერესო ჯერ კიდევ თავის ჭკუაზეა და ამის იმედზე არა მგონია იყოს.