workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Mundo Deportivo პედრი გონსალესზე

Mundo Deportivo პედრი გონსალესზე

Mundo Deportivo “ბარსელონას” 19 წლის ტალანტ პედრი გონსალესს სტატიას უძღვნის.

პედრიმ მიმდინარე სეზონში მეტი გოლის გატანა განიზრახა, რაც სტატისტიკაშიც ჩანს. მას გასულ სეზონში ნაჩვენებ შედეგამდე მხოლოდ 1 გოლი აშორებს, თანაც, ბევრად ცოტა მატჩში. გონსალესს კარში მეტი დარტყმისა და მეტოქის საჯარიმოში ხშირად შესვლისკენ ჩავიმაც მოუწოდა.

მწვრთნელმა იცის, რომ გუნდში ნამდვილი ტალანტი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ როცა პედრის ტრავმის რეციდივი ორჯერ ჰქონდა, “ბაიერნის” წინააღმდეგ მისი მოედანზე გაყვანა არ გარისკა და გადაწყვიტა, სპეციალურ გეგმას მიჰყოლოდა. ახლა კი პედრი გუნდის ლიდერია. 

ახალგაზრდა ნახევარმცველი “გალათასარაისთან” მატჩის შემდეგ ძალიან დაღლილი იყო, რადგან ბევრი იშრომა, მაგრამ ის ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობს და კუნთოვანი მასა საგრძნობლად გაზარდა. ეს ყველაფერი პედრის მეტოქეებს წინააღმდეგ თამაშსა და შეხვედრების შემდეგ აღდგენის პროცესში ძალიან ეხმარება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • VanillaSoul
    schedule 19 მარ 2022, 18:57

    პირველი პედრის მაკრიტიკებელი მე ვიყავი, მაგრამ რასაც ახლა აჩვენებს, მართლა ძალიან მაგარია, მითუმეტეს 19 წლის ასაკში. კიდევ უნდა განვითარდეს და პოტენციალი რომ აქვს ამას ყოველთვის ვამბობდი. როგორც იქნა დაიწყო გამწვავება და უკან პასაობას თავი დაანება. ფიზიკურად კი უნდა მოუმატოს ნამდვილად.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 19 მარ 2022, 18:49

    უძაანმაგრესი ხარ❤️❤️

  • nika 54
    schedule 19 მარ 2022, 15:06

    კარგია, ასე გააგრძელოს.