ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონა”, “ტოტენჰემის” მარცხენა მცველით, სერხიო რეგილონით ნამდვილად ინტერესდება და მის გარშემო არსებულ ვითარებას აკვირდება.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანელი ფეხბურთელი კიდევ რამდენიმე ევროპული გრანდის რადარზეა, შესაბამისად, “ბარსას” მის შესაძენად ბრძოლა მოუწევს.
ასევე, ცნობილია, რომ მომავალ ზაფხულში მადრიდის “რეალს” რეგილონის გამოსყიდვა დაახლოებით 40 მილიონ ევროდ შეუძლია.
სერხიოს “სპურსთან” კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 25 წლის უკანახაზელი “რეალის” აღზრდილია, მის პირველ გუნდში კი 2018-20 წლებში ირიცხებოდა. მადრიდელს ასევე “ლოგრონიესსა” და “სევილიაში” უთამაშია, ხოლო 2020 წელს ინგლისში გადაბარგდა.




Gaaj…vinet
აბა თუ რეალს უფლება აქვს გამოსყიდვის, აუცილებლად გამოისყიდის თუნდაც იმიტომ, რო ჩვენ არ ვიყიდოთ.
აუ რა ფეხბურთელი ესაა ვერ ვხვდები, ერღი ჩვეულებრივი იდიოტია, გრიმალდო ბევრად მირჩევნია, თან ლა მასიელია
ეს არა და გრიმალდო უეჭველად მოიყვანონ
ისე შეაფასეთ, რომ ჯობია მორჩეს ამის ტრანსფერზე საუბარი;
გრიმალდო სულ სხვა თემაა, შინაური კაცია
გრიმალდო მოიყვანეთ რა რეგილონი ვის რა ჯანდაბად უნდა ეს ბარსაში
ჯერ ერთი საერთოდ არ ვთვლი ტოპ მარცხენა მცველად, არც გრიმალდოს მირჩევნია ბევრად არც ანხელინიოს და მით უმეტეს არც გაიას. მერე რეალს თუ 40 ად გამოსყიდვა შეუძლია ჩვენ 50 მაინც დაგვიჯდება. მერე ნაგლი მადრიდისტაა რომელსაც კამპ ნოუს პუბლიკა არ მიიღებს, რომც გადმოვიდეს მარდიდული პრესა მიწასთან ისე გაასწორებს ფსიქოლოგთან მკურნალობა მოუწევს და ფეხბურთისთვის ვერ მოიცლის. მერე კიდე ამისი ყიდვით რეალს ჩავუჯიბავთ 10-15 მილიონს იმიტო რო შემდგომი გაყიდვიდან წილი ეკუთნის. და თან რეალი დავაფინანსოთ, თან პოზიციაც ვერ გავაძლიეროთ და შევიტენოთ კიდევ ერთი კაცი არ მგონია სწორი იყოს. გრიმალდოს მიაწვნენ, მაინც ლა მასიელია, არც ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს და 15 მილიონის ფარგლებში დაიკერება. ეს 40-45 მაინც დაჯდება, ტოტემ გადაიხადა საკმაო თანხა და იასნია უფრო ძვირად გაყიდის. მაგ ფასად ტეოც კი მოგვივა. ეგეც მადრიდელია მარა ბევრად მაღალი დონე.