“ბარსელონას” ყოფილი და ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ჟერარ პიკეს ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე, პედრის გამოძახებასა და სერხიო ბუსკეტსის დასვენებაზე საუბრობს:
პიკე ესპანელია და მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ესპანეთის ნაკრებში მისი დაბრუნება შესაძლებელია. თუ ჟერარს ეს უნდა და “ფურია როხას” რიგებში თამაშის სურვილი აქვს, შესაძლოა, გამოვიძახო.
პიკეს ესპანელთა შემადგენლობაში პირველად 2009 წელს დაუძახეს, საბოლოოდ კი, სანაკრებო კარიერა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა. 35 წლის ფეხბურთელს “ფურია როხას” მაისურით 103 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. 2010 წელს ის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი, 2 წლის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონი გახდა.
ლუჩო კომენტარს პედრიზეც აკეთებს:
პედრიმ ნაკრების ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ, ასეთი მოთამაშის ხილვა ყოველთვის დიდი სიამოვნებაა. ის ბევრ დამატებით იარაღს გვთავაზობს, ახლა კი გოლების გატანაც დაიწყო. გონსალესის ნაკრებში კვლავ თამაშით ბედნიერი ვიქნები.
პედრი ინიესტასთან შედარებით დაიღალა, ახლა კი მესის ადარებენ… მან იცის, რომ მხოლოდ პედრის გზას უნდა გაჰყვეს. გონსალესი ძალიან კარგ გარემოშია და იცის, რა გააკეთოს.
ბუსკეტსზე:
ეს პერსონალური გადაწყვეტილებაა. მან ყველაზე მეტი ითამაშა, 3000 წუთზე მეტი. მინდა, ივნისში ბუსკეტსის საუკეთესო ვერსია ვიხილო და გადავწყვიტე, რომ ამხანაგური მატჩებისგან დამესვენებინა. ის ფეხბურთს სხვა თვალით უყურებს.
სერხიო შესანიშნავ სეზონს ატარებს. ახლა ის ზეწოლის ქვეშაა, მაგრამ, დასვენებით წყალობით, ამ კვირაში სიამოვნების მიღება შეეძლება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ალბანეთთან და ისლანდიასთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის “ბარსელონადან” ესპანეთის ნაკრებში ჟორდი ალბას, ერიკ გარსიას, პედრის, გავისა და ფერან ტორესს უხმეს, ბუსკეტსი კი დაისვენებს, რადგან განაცხადში ვერ მოხვდა.




შეძლებით კი შეძლებს, მაგრამ ესპანეთისთვის ღიირს ამის დატრამვა, ისეთ ასაკშია რომ ყველაფერი მოსალოდნელია. თურქეთშიც ვერ ჩაამთავრა თამაში ტკივილების გამო და არც კი ვიცით რა ჭირს.
პიკე ლაპორტის დუეტი დაცვაში მაგრად იდგებიან აუცილებლად უნდა წავიდეს პიკე მსოფლიოზე თან როცა ესპანეთი კარგ ფორმაშია და საკმაოდ დიდი შანსებიაქვთ მოგების
აბა გარსიას იმედზე იყოს მსოფლიოზე?😂
რა სეზონის ბოლოს ძმა, ეს 1 წელი მინიმუმ ითამაშებს მაღალ დონეზე
ღადაობს ?? რაღა დროს პიკეა ან ნაკრები ტოო აწი სეზონის ბოლოს კიუნდა დაასრულოს კარიერა და ბიზნესს მიხედოს 😃
პედრი სანამ მინდორზე არ დაეცემა მანამდე არც იქ ასვენებენ და არც აქ. არ გამოვა ასე საქმე
ნიკოს რატო არ იძახებ ლუჩო?