workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკეს თანაგუნდელები მე-600 თამაშის ჩატარებას ულოცავენ [ვიდეო]

პიკეს თანაგუნდელები მე-600 თამაშის ჩატარებას ულოცავენ [ვიდეო]

“ბარსელონას” ვეტერანმა მცველმა და ვიცე-კაპიტანმა, ჟერარ პიკემ ლა ლიგის გასულ ტურში “ოსასუნასთან” მატჩში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური მეექვსასედ მოირგო და ჩატარებული შეხვედრების მიხედვით კლუბის ისტორიაში მე-5 ადგილზე გადავიდა. 

35 წლის ფეხბურთელი მხოლოდ ლეო მესის (778), ჩავი ერნანდესს (767), ანდრეს ინიესტასა (674) და სერხიო ბუსკეტსს (667) ჩამორჩება. 

პიკეს ამ მიღწევას ფერან ტორესი, დანი ალვესი, მემფის დეპაი და სერჟინიო დესტი გამოეხმაურნენ და თანაგუნდელს საიუბილეო მატჩის ჩატარება მიულოცეს. 

ფერან ტორესი

600 მატჩი სიგიჟეა. ყველამ ვიცით, რომ ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მან ეს ბევრი წლის წინ დაამტკიცა. მის გვერდით თამაში სიამოვნებაა.

დანი ალვესი

ვფიქრობ, თამაშების რაოდენობა ყველაფერს ამბობს. ის არის მოთამაშე, რომელიც იცნობს და რომელსაც უყვარა ეს ადგილი. ის ცხოვრობს და სუნთქავს “ბარსათი”. ჩემი აზრით, ასეთი მიღწევები მსგავსი ფეხბურთელებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ის ახალგაზრდებისთვის მაგალითია, როდესაც საქმე ამ ლოგოს დაცვას, კლუბისა და გუნდის სიყვარულს ეხება. კლუბმა და გუნდმა ეს ასევე აჩვენეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ამ რიცხვებს აღწევს. ეს იმის ნიშანია, რომ პიკე დიდი ხნის განნავლობაში მაღალ დონეზე თამაშობდა. ვფიქრობ, პატივისცემა დამსახურებულია, რადგან ის ამ კლუბის ფეხბურთელია. 

მემფის დეპაი

ის ლეგენდარული ფეხბურთელია, რომელიც კიდევ თამაშობს. პიკე უმაღლეს დონეს აჩვენებს, იგებს ორთაბრთოლებს მოედანზე და გასახდელში შესანიშნავი ხასიათი აქვს. მისი პირადად გაცნობა სასიამოვნოა, მასთან საუბარი სახალისოა.

სერჟინიო დესტი

როდესაც “აიაქსში” ვიყავი, პიკეს თამაშებს ვუყურებდი. 600 შეხვედრის ჩატარება ბევრს არ შეუძლია. ჟერარ, გილოცავ! ის ცოტათი ბერდება, მაგრამ კიდევ ბევრის თამაში შეუძლია. მას “ბარაში” უფრო მეტი მატჩის ჩატარებას ვუსურვებ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 16 მარ 2022, 14:14

    ყველამ ვიცით, რომ ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მან ეს ბევრი წლის წინ დაამტკიცა. მის გვერდით თამაში სიამოვნებაა.
    საუკეთესო იქნებოდა, შტეგენივით საჯარიმოში რო არ ფინტაობდეს. ხანდახან.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 16 მარ 2022, 14:12

    კაი შედეგია ნამდვილად

  • LM10RG10
    schedule 16 მარ 2022, 10:02

    ჩემი კაციიი🥰

  • GÍØ
    schedule 16 მარ 2022, 04:05

    ბებერო 😍 barca-1