ნუსაირ მაზრაუის მოსვლას, შესაძლოა, სერჟინიო დესტი შეეწიროს.
“ბარსელონა” მაროკოელი ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა. გავრცელებული ცნობებით, მაზრაუიმ სხვა კლუბებს უარი უთხრა და “ბლაუგრანაში” თამაში აირჩია.
“აიაქსის” მარჯვენა მცველის დამატება მიუნხენის “ბაიერნსაც” სურდა, თუმცა გერმანელებს სხვა ფეხბურთელზე გადართვა მოუწევთ. Sport1-ის ცნობით, “რეკორდმაისტერი” რამდენიმე უკანახაზელს აკვირდება, მათ შორის დესტსაც. “ბარსელონამ” ამერიკელი უკანახაზელი, შესაძლოა, 20 მილიონ ევროდ გაასხვისოს.
კატალონიური კლუბი მაზრაუისთან ერთად, სესარ ასპილიკუეტასაც იმატებს; დიდი ალბათობით, კონტრაქტს გაახანგრძლივებს დანი ალვესი, შესაბამისად, დესტის დარჩენის აუცილებლობა აღარ არსებობს.




ბავარია ყოველ ცენტს ჯოხით დასდევს, რისი გადამხდელია, შვაინებს ყველაფერი მუქთა უნდათ.
მაზრაუი თუ მოყავთ მაშინ უნდა გაუშვან
💯 ეს არ უნდა გაუშვან ახალგაზრდაა და მოიხოდება ორივე ფლანგზე თამაშობს და ცუდი ნამდვილად არაა..
მე ამას 35 ზე ნაკლებად არ გავყუდდი, პლიუს თუ რამეს მიაღწევს და მოიგებს ბონუსებით, თუარადა ნაცუი აქედან
25+ბონუსები. ახალგაზრდაა და თუ სტაბილურად ითამაშებს შეიძლება გამოვიდეს ამისგან რამე
20 ძაან ცოტაა, 30 მაინც უნდა გამოართვან დესტში,მაგრამ ლაპორტა ოღონდ ფული გააკეთოს მინიმალურ ფასადაც გაუშვებს
20 მილიონი ცოტაა. აბა ერთი ბაიერნს მოვთხოვოთ ვინმე, სულ რო გასაგდები ყავდეთ 50-დან დაგვიწყებდნენ ვაჭრობას.